დაბეგრე კაზინო 30%-ით - ,,სახალხო პარტიის" ახალგაზრდული ორგანიზაცია კამპანიას იწყებს
დაბეგრე კაზინო 30%-ით - ,,სახალხო პარტიის" ახალგაზრდული ორგანიზაცია კამპანიას იწყებს. ორგანიზაციამ სახელმწიფო ადამინისტრაციასთან სათამაშო ბიზნესის პრივილეგიები საგადასახადო მიმართულებით გააპროტესტა. კანცელარიასთან შეკრებილები ამბობენ, რომ აუცილებელია, სახელმწიფომ მიიღოს შესაბამისი ქმედითი ნაბიჯები, კაზინოს მფლობელებმა კი სოციალური პასუხისმგებლობა აიღონ.
ქვეყანას, რომელსაც ჰყავს უამრავი გაჭირვებული, უამრავი უსახლკარო, ამ დროს კაზინოს, რომელსაც ერთის მხრივ, წვლილი მიუძღვის ამ სოციალური ფონის შექმნაში, წლიური ბრუნვა აქვს 32 მილიარდი, ბიუჯეტში იხდის 1 %-ს. ჩვენი მიზანია, რომ დაიბეგროს კაზინო 30%-ით. მოვუწოდებთ მთავრობას, რომ გადადგას ქმედითი ნაბიჯები. ასევე, კაზინოს მფლობელებს მოვუწოდებთ, ჩაერთოს სოციალური პრობლემების მოგვარებაში, - ამბობს პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე.