"ოცნების" ბოლო იმედი ვაშინგტონში - ვინ არის ნიკანდროსი, რომელიც "მეგობარი აქტის" დაბლოკვას მოითხოვს

24.10.25 21:30
"ოცნების" ბოლო იმედი ვაშინგტონში - ვინ არის ნიკანდროსი, რომელიც "მეგობარი აქტის" დაბლოკვას მოითხოვს

საერთაშორისო მედიაში განხილვის თემად იქცა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილის პარტია „ქართული ოცნება“ ამერიკელი კონგრესმენების მხარდაჭერის მოპოვებას ბიზნესმენის, სტივ ნიკანდროსის მეშვეობით ცდილობს. სააგენტო Reuters ავრცელებს წერილს, რომელიც ნიკანდროსმა აშშ-ის კონგრესის წევრებს გაუგზავნა. მასში ის ამტკიცებს, რომ საქართველოს მმართველი პარტია „დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლებაა“, ხოლო „ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“ უნდა შეჩერდეს.

კონგრესმენებმა წერილი მიიღეს სექტემბრის ბოლოს, მაშინ, როცა ორპარტიული ჯგუფი მუშაობდა კანონპროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს ივანიშვილის გუნდის დასჯას დემოკრატიული სტანდარტების დარღვევის გამო. ნიკანდროსი, ამერიკელი ბიზნესმენი და ნავთობკომპანია „ფრონტერას“ დამფუძნებელი, საქართველოში კარგად ცნობილია: ის ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან კახეთში ნავთობის მოპოვებით იყო დაკავებული და 2013 წელს პირადად შეხვდა ბიძინა ივანიშვილს.

თუმცა, ნიკანდროსის კომპანიამ მოგვიანებით საარბიტრაჟო დავა წააგო საქართველოს სახელმწიფოსთან, რის შედეგადაც კომპანიას დაეკისრა 15 მილიონ ლარზე მეტი ვალის გადახდა, რომელიც დღემდე ამოუღებელია. მიუხედავად ამისა, ის დღეს „ქართული ოცნების“ არაფორმალურ ლობისტად ითვლება.

საერთაშორისო წყაროების ცნობით, მმართველი პარტია აშშ-ში გავლენის მოსაპოვებლად იყენებს სხვადასხვა არაფორმალურ არხს, რადგან ოფიციალურად დაქირავებულ ლობისტურ კომპანიას ვაშინგტონში მაღალი დონის შეხვედრების ორგანიზება ვერ შეძლია. ამ ეტაპზე, ყველა მცდელობა ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის დალაგების მიმართულებით, წარუმატებლად დასრულდა.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები