"ოცნების" პოლიტიკით საქართველო EU-ს წევრი ვერც 2030 წელს გახდება - ექკლუზიური ინტერვიუ მარტა კოსთან

24.10.25 20:48
"ოცნების" პოლიტიკით საქართველო EU-ს წევრი ვერც 2030 წელს გახდება - ექკლუზიური ინტერვიუ მარტა კოსთან

 

 

ჟურნალისტების, პოლიტიკური ოპონენტების ან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაპატიმრება არ შეესაბამება იმ მოლოდინებს, რაც გვაქვს კანდიდატი ქვეყნისგან, - ამის შესახებ ევროკომისარმა მარტა კოსმა "პირველებთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. 

ევროპელმა მაღალჩინანმა პირდაპირ თქვა, რომ იმ ანტიდემოკრატიული ნაბიჯებით, რომელსაც "ქართული ოცნება" დგამს, საქართველო ევროკავშირის წევრი ვერც 2030 წელს გახდება, როგორც ამას ივანიშვილის გუნდი ქართველ ხალხს ჰპირდება. 

მარტა კოსმა ასევე აღნიშნა, რომ ბრიუსელი ივანიშვილის პარტიის ლიდერებისთვის წნეხის ყველა შესაძლო ფორმას განიხილავს და მათ ვიზების გარეშე დატოვებას არ გამორიცხავს. 

ჟურნალისტების, პოლიტიკური ოპონენტების ან სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაპატიმრება არ შეესაბამება იმ მოლოდინებს, რაც გვაქვს კანდიდატი ქვეყნისგან. სწორედ ამიტომ, მე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს ეს ანტიდემოკრატიული ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს შორს სწევს ევროპის კავშირისგან. ვიცით, თქვენი ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველო 2030 წლისთვის გახდება ევროკავშირის წევრი, მაგრამ ეს შეუძლებელი იქნება თუ ქვეყანა ამ გზით გააგრძელებს სვლას. ამ პოლიტიკით ეს ვერ მოხდება. 

ჩვენ ვმუშაობთ ახალი ვიზების შეჩერების მექანიზმზე, რომელიც ნოემბერსი დამტკიცდება, ამის შემდეგ ყველა შესაძლებლობა განიხილება, ყველა ვარიანტი ღიაა. მათ უბრალოდ, უნდა მოუსმინონ და ნახონ, რას ვაკეთებთ ჩვენ ევროპაში. კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, საქართველო არის კანდიდატი ქვეყანა. როცა ქვეყანამ მიიღო ეს სტატუსი, ეს ნიშნავს პასუხისმგებლობასა და ვალდებულებას და თუ ქვეყანა ამ ვალდებულებებს ვერ ასრულებს, არ შეიძლება იმაზე საუბარი, თითქოს საქართველო ევროპული გზით მიდის. ეს არ არის საქართველოს გზა ევროპისკენ, ეს უნდა იყოს ევროპის გზა, რომელსაც საქართველო უერთდება, - ამბობს მარტა კოსი. 

საქართველოზე ევროპელი პარტნიორები დღეს პოლიტიკურ ჯგუფ "ალდეს" ყრილობაზე საუბრობდნენ. ბრიუსელშია ქართული ოპოზიცია. ევროპას უკვე აქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ პარტიების გაუქმება ახლა ივანიშვილის მიზანია.  

მსგავსი სიახლეები