აქციების შემზღუდავი კანონი, შეფასებისთვის იოსელიანმა შესაფასებლად ეუთო/ოდირს გაუგზავნა

24.10.25 22:03
აქციების შემზღუდავი კანონი, შეფასებისთვის იოსელიანმა შესაფასებლად ეუთო/ოდირს გაუგზავნა

საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მან აქციების შემზღუდავი კანონი, შეფასებისთვის ეუთო/ოდირს გაუგზავნა. 

მისი თქმით, ის არ მიესალმება კანონმდებლობის ასეთი ტიპით დამძიმებას და ეუთო/ოდირისთვის გაგზავნის გადაწყვეტილება სწორედ ამიტომ მიიღო. 

ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ ის ორგანიზაციის შეფასებებს დაელოდება და საზოგადოებას გაუზიარებს. 

იმის გამო, რომ ამ კანონის ეს ცვლილებები, ჩემი აზრით, ზოგადად არ მივესალმები არანაირი ტიპის ასეთ დამძიმებას კანონმდებლობის და სწორედ აქედან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება და ეს ცვლილებები, როგორც წინა ცვლილებები, გავგზავნე ეუთო/ოდირში შეფასებისთვის და დაველოდები მათ შეფასებებს და ამ შეფასებებსაც საზოგადოებას გავუზიარებ. 

კი, გუშინ მოვაწერე ხელი და გავაგზავნე ეუთო/ოდირში შეფასებისთვის," - განაცხადა ლევან იოსელიანმა. 

  • ცნობისთვის, ცვლილებების მიხედვით, სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლსადენი ან/და მომწამვლელი ნივთიერების ქონის, ასევე გზის გადაკეტვის ან დროებით კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.
  • ასევე, ახალი ცვლილებებით, იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც შსს-ს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.
  • ამასთან, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლითაც სისხლის სამართლებრივი პასუხისგება დაეკისრება იმ პირს, რომელიც სამართალდამცვაი ორგანოს თანამშრომელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას, ან არ დაემორჩილება მის კანონიერ განკარგულებას. აღნიშნულ პირს შეეფარდება თავისუფლების აღკვეთა 1 წლამდე. 

 

მსგავსი სიახლეები