გიგი უგულავა ფოთში მოსაპარად და დასანგრევად ჩამოვიდა - ირაკლი ღარიბაშვილი
ჩვენს კანდიდატს ფოთში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული კაცი, უგულავა, უპირისპირდება - ამის შესახებ პრემიერმა ღარიბაშვილმა ფოთში გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის მერობის კანდიდატი ქალაქის გასანადგურებლად ჩამოვიდა.
დღეს ვინ უპირისპირდება ახალგაზრდა პერსპეტიულ კაცს - ბექას და ,,ოცნებას"? - ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული კაცი გიგი უგულავა... რისთვის ჩამოვიდა? ისევ მოსაპარად, დასანგრევად.. მეორედ ამის უფლებას ამ ადამიანებს არ მივცემთ.. ამ ადამიანებმა უნდა დატოვონ პოლიტიკა... მათი ადგილი არ არის მომავლის პოლიტიკაში ! - განაცხადა ღარიბაშვილმა.