დაედება თუ არა გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებული ნათესავის საქმეს გრიფი?
დაედება თუ არა გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებული ნათესავის საქმეს გრიფი? - ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სუს-ის ექს შეფის ნათესავის, დაკავებული ანდრია ლილუაშვილის ადვოკატებს ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმის დეტალებზე ვეღარ ისაუბრებენ.
გარდა ამისა, სავარაუდოდ, დაიხურება ანდრია ლილუაშვილის სასამართლო პროცესიც და სხდომაზე არავის, მათ შორის არც მედიის წარმომადგენლებს დაასწრებენ.
სუს-ის ექსპ შეფის გარემცვის წევრს ბრალის ოფიციალური დადგენილება გუშინ ღამით გააცნეს.
დღეს ადვოკატმა "პირველებს" უთხრა, რომ ლილუაშვილი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. ანდრია სანდრო ლილუაშვილის აღკვეთის ღონისძებაზე სასამართლო სავარაუდოდ დღეს, დღის მეორე ნახევარში იმსჯელებს.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არ აღიარებს ბრალს, რადგან მას არანაირი სახის დანაშაული არ ჩაუდენია. ანდრია ლილუაშვილი წლების განმავლობაში ეწევა ლეგალურ ბიზნეს საქმიანობას. მას აქვს ლეგალური შემოსავლები დადეკლარირებული სახით, შესაბამისად, მისი მხრიდან ბრალის აღიარება ბუნებრივია არ მომხდარა. არც უთანამშრომლია არანაირი ფორმით გამოძიებასთან. ჩვენება და გამოკითვის ოქმი მასთან შედგენილი არ არის. ამ ეტაპისთვის, დუმილის უფლება. ხელი მოვაწერინეთ გაუთქმელობის ხელწერილს, შესაბამისად საქმის მასალებზე ვერ ვისაუბრებთ. მხოლდო ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ მტკიცებულებათა სტანდარტი არის დაახლოებით ამ სახის - დაინტერესებული პირის გამოკითხვა, მოწმე, რომელცი გარკვეული სახის ინფორმაციას აწვდის გამოძიებას, რომელიც გადამოწმებული არ არის და ვერც გადამოწმდება მისი არარეალურობიდან გამომდინარე. იდენტიფიცირებულია მოწმე, თუმცა ის შინაარსობრივი ნაწილი, რაზეც ის საუბრობს გამოკითხვის ოქმში, გადამოწმებული ფიზიკურად არ არის და ვერც გადამოწმდება სხვა ობიექტური და ნეიტრალური მტკიცებულებით, რაც მისი ჩვენების ნამდვილობას დაადასტურებს", - ამბობს ადვოკატი.
- ცნობისთვის, ანდრია ლილუაშვილს ხელბორკილები 2 დღის წინ დაადეს.
სუს-ის ექს შეფის ნათესავს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.
უწყების ცნობით, გამოძიება გრძელდება იმ პირების მიმართ, ვისთანაც, შესაძლოა, დანაშაულებრივ კავშირში იყო ანდრია ლილუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მანამდე პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული კიდევ ერთი პირი, კობა ხუნდაძე დააკავეს. უწყების ცნობით, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 94 კონვერტად დახარისხებული ფულადი თანხა, საერთო ჯამში 1 319 300 აშშ დოლარი.