ვისი ჩვენება დევს საქმეში სუს-ის ყოფილი უფროსის ნათესავის წინააღმდეგ?
"პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ გრიგოლ ლილუაშვილის დაკავებული ნათესავის, ანდრია (სანდრო) ლილუაშვილის წინააღმდეგ საქმეში ერთი ჩვენება დევს - როგორც ლილუაშვილის ადვოკატი "პირველებთან" ამბობს, მოწმე, რომელიც გარკვეული სახის ინფორმაციას აწვდის გამოძიებას იდენტიფიცირებულია, თუმცა ის რაზეც მოწმე საუბრობს, გადამოწმებული ფიზიკურად არ არის და ვერც გადამოწმდება.
- ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სუს-ის ექს შეფის ნათესავის, დაკავებული ანდრია ლილუაშვილის ადვოკატებს ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმის დეტალებზე ვეღარ ისაუბრებენ.
- გარდა ამისა, სავარაუდოდ, დაიხურება ანდრია ლილუაშვილის სასამართლო პროცესიც და სხდომაზე არავის, მათ შორის არც მედიის წარმომადგენლებს დაასწრებენ.
ხელი მოვაწერინეთ გაუთქმელობის ხელწერილს, შესაბამისად საქმის მასალებზე ვერ ვისაუბრებთ. მხოლოდ ერთადერთი იმის თქმა შემიძლია, რომ მტკიცებულებათა სტანდარტი არის დაახლოებით ამ სახის - დაინტერესებული პირის გამოკითხვა, მოწმე, რომელიც გარკვეული სახის ინფორმაციას აწვდის გამოძიებას, რომელიც გადამოწმებული არ არის და ვერც გადამოწმდება მისი არარეალურობიდან გამომდინარე. იდენტიფიცირებულია მოწმე, თუმცა ის შინაარსობრივი ნაწილი, რაზეც ის საუბრობს გამოკითხვის ოქმში, გადამოწმებული ფიზიკურად არ არის და ვერც გადამოწმდება სხვა ობიექტური და ნეიტრალური მტკიცებულებით, რაც მისი ჩვენების ნამდვილობას დაადასტურებს", - ამბობს ადვოკატი.
სუს-ის ექს შეფის გარემცვის წევრს ბრალის ოფიციალური დადგენილება გუშინ ღამით გააცნეს.
დღეს ადვოკატმა "პირველებს" უთხრა, რომ ლილუაშვილი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
- ცნობისთვის, ანდრია ლილუაშვილს ხელბორკილები 2 დღის წინ დაადეს.
სუს-ის ექს შეფის ნათესავს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.
უწყების ცნობით, გამოძიება გრძელდება იმ პირების მიმართ, ვისთანაც, შესაძლოა, დანაშაულებრივ კავშირში იყო ანდრია ლილუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მანამდე პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული კიდევ ერთი პირი, კობა ხუნდაძე დააკავეს. უწყების ცნობით, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 94 კონვერტად დახარისხებული ფულადი თანხა, საერთო ჯამში 1 319 300 აშშ დოლარი.