სუს-ის საგამოძიებო მასალები: დაკავებამდე ბურჭულაძე სავარაუდოდ ქვეყნის დატოვებას გეგმავდა

25.10.25 21:35
სუს-ის საგამოძიებო მასალები: დაკავებამდე ბურჭულაძე სავარაუდოდ ქვეყნის დატოვებას გეგმავდა

მოპოვებულია სუს-ის საგამოძიებო მასალები - დაკავებამდე, თავდაცვის ექს-მინისტრი, სავარაუდოდ ქვეყნის დატოვებას გეგმავდა.

2025 წლის 26 ივნისს ჯუანშერ ბურჭულაძე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კარწახში   საქართველო-თურქეთის სასაზღვრო გამშვებ პუნქტში იმყოფებოდა, თუმცა ყოფილ მაღალჩინოსანს მესაზღვრე ოფიცერმა საზღვრის კვეთის საშუალება არ მისცა. 

რატომ კარწახი? - კარწახის გამშვები პუნქტით ძირითადად სატვირთოების  მძღოლები  სარგებლობენ , რომლებიც დიდ  ტვირთებს  ეზიდებიან. ჩდდება კითხვა თუ თავდაცვის ექს მინისტრს თურქეთში  გამგზავრება უნდოდა, შეეძლო ესარგებლა  აეროპორტით ან მეზობელ ქვეყნაში სარფის გამშვები პუნქტით შესულიყო.

ეს ის პერიოდია, როცა ანტიკორუფციულ სააგენტოში ჯუანშერ  ბურჭულაძის წინაღმდეგ უკვე საქმის მასალების ტომები დევს.

მსგავსი სიახლეები