"რაჟდენ კუპრაშვილი დასაჭერია" - ღარიბაშვილის საქმემ ახალი კითხვები გააჩინა

25.10.25 14:08
"რაჟდენ კუპრაშვილი დასაჭერია" - ღარიბაშვილის საქმემ ახალი კითხვები გააჩინა

ბრალდებული ექს-პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმემ ახალი კითხვები გააჩინა - კორუფციის ექსპერტებს და ოპოზიციას აინტერესებთ, თუ გამოძიება ამბობს რომ ღარიბაშვილი დეკლარაციას ყალბი მონაცემებით ავსებდა, რატომ არც ერთხელ უთქვამს ამის შესახებ ანტიკორუფციულ ბიუროს შეფს, რაჟდენ კუპრაშვილს.

სწორედ კუპრაშვილი და მისი უწყება კითხულობდა, აჯამებდა და სწავლობდა ყოფილი პრემიერის დეკლარაციებს მაგრამ გადაცდომის შესახებ ხმამაღლა არაფერი უთქვამს. 

"რაჟდენ კუპრაშვილი დასაჭერია,  რადგან ის არ ასრულებს თავის უფლებამოვალეობებს" - ამბობს კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი დავით მჟავანაძე.

რაჟდენ კუპრაშვილი არის ივანიშვილის ერთ-ერთი ჭანჭიკი, რომელსაც საერთოდ არ აქვს საერთოდ ნეიტრალიტეტთან, საქმეების კვალიფიციურად გამოძიებასა და კორუფციასთან ბრძოლასთან. ღარიბაშვილის და კიდევ 300-მდე მოქალაქის დეკლარაციაზეც ამას ამბობდა, რომ შეისწავლეს და თითქოს ვერსად ვერ იპოვეს დარღვევები. მე შემიძლია მაგალითად პირდაპირ ვთქვა მოსამართლე გიორგი მიქაუტაძეზე, რომელმაც ბოლო წლებში 150 ათასის ასეთივე ფულადი საჩუქარი მიიღო, როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა. მიქაუტაძის ხელფასი სულ რაღაც 10 ათასი ლარია და მილიონიანი სახლი აქვს აშენებული წავკისში. ეს კაციც ისევე დასაჭერია, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი და რაჟდენ კუპრაშვილიც დასაჭერია, რადგან ის არ ასრულებს თავის უფლებამოვალეობებს" - ამბობს დავით მჟავანაძე.

არასამტავრობო ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციას" დამფუძნებელი, ქეთევან ენუქიძე კი ამბობს, რომ ანტიკორუფციული ბიურო სინამდვილეში "ფეიკია" და ის "ოცნებამ" სინამდვილეში მხოლდო ხალხის დასანახად შექმნა. 

რაჟდენ კუპრაშვილი ფარსს წარმოადგენს ერთგავრად "ოცნების" მარალჩინოსნებისთვის, რომლებიც პირადი მეგობრობის და ახლო კავშირების გამო არიან თანამდებობეზე. ეს არ არის საქმისადმი გულგრილობა, ეს არის ის, რის გამოც ის ამ თანამდებობაზეა დანიშნული, რის გამოც შეიქმნა ეს თანამდებობა. იმიტომ, რომ ეს უნდა ყოფილიყო ფეიკი, რომელიც საზოგადოებას აჩვენებდა, რომ არსებობს სპეციალური ორგანო, რომელიც იკვლევს სავარაუდო კორუფციულ სქემებს, მაგრამ არაფერი მსგავსი არ აღმოაჩინეს", - ამბობს ქეთევან ენუქიძე. 

ირაკლი ღარიბაშვილს ერთი მილიონი ლარის ოდენობით გირაო შეეფარდა - ყოფილ პრემიერს სასამართლომ გირაოს გადასახდელად 30-დღიანი ვადა მისცა.

ღარიბაშვილს აეკრძალა ქვეყნის დატოვება და ჩამოერთვა პასპორტი.

წინასასამართლო სხდომა 16 დეკემბერს 14:00-ზე დაინიშნა.

ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც გულისხმობს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ეს დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები