"ფედერალისტების" წევრი, გიორგი სიხარულიძე დააკავეს

25.10.25 14:16
"ფედერალისტების" წევრი, გიორგი სიხარულიძე დააკავეს

"ფედერალისტების" წევრი, გიორგი სიხარულიძე დააკავეს - ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში "ფედერალისტების ლიდერი" თამარ ჩერგოლეიშვილი ავრცელებს.

ჩერგოლეიშვილის თქმით, სიხარულიძის დაკავება პოსტივიმ დროზე ადრე აუწყა საზოგადოებას. 

როგორც ივანიშვილის ტელეკლოაკა პოსტივიმ გვაუწყა დროზე ადრე, კიდევ ერთი ფედერალისტი, გიორგი სიხარულიძეც დააკავეს. 
რამდენიც არ უნდა იჭინთოთ, ბელარუსს  ვერ ააწყობთ ღლეებო - რეპრესიებს გაატრუხებთ უბრალოდ. ქართული ოცნება / Georgian Dream"- წერს სოცილაურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილი. 

როგორც "პირველებს"  მისი ოჯახის წევრები ეუბნებიან, სიხარულიძეს ხელბორკილები სახლთან დაადეს. ის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოში არის გადაყვანილი.

მსგავსი სიახლეები