მოსალოდნელია, რომ "ოცნების" ლიდერები იზოლაციაში მოხვდებიან და ევროპაში შვილებს ვეღარ მოინახულებენ - ბულაი
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში “ალდეს” ჯგუფის თავმჯდომარე, იულიან ბულაი "ოცნების" ლიდერებს უვიზო რეჟიმსი შეჩერებას უანონსებს - ბრისუელში "ტვ პირველისთვის" მიცემულ ინტერვიუში, ბულაია ამბობს, რომ მოსალოდენლია "ოცნების" ლიდერების იზოლაციაში მოხვედრა, რის შემდეგაც ისინი ევროპაში შვილებს კი ვეღარ მოინახულებენ.
ბულაია "ოცნებას" მოუწოდებს, თავი შეიკავოს მომიტინგეებზე ძალადობისგან და პატივის სცეს ქართველი ხალხის ევროპულ ნებას.
ქვეყანა ღიად იქცევა დიქტატორულ სახელმწიფოდ - აცხადებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში “ალდეს” ჯგუფის თავმჯდომარე,.
ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა, გასული წლის არჩევნებამდე განაცხადა, რომ თუ ისინი არჩევნებში გაიმარჯვებდნენ, პარტიებს აკრძალავდნენ. ასე რომ, ისინი უბრალოდ იმ დღის წესრიგს ასრულებენ, რომლითაც არჩევნებში მონაწილეობდნენ ამიტომ ეს აღარ გვაკვირვებს. ქვეყანა ღიად იქცევა დიქტატორულ სახელმწიფოდ.
მოვუწოდებთ მათ, თავი შეიკავონ ძალადობისგან მომიტინგეების მიმართ. ვაკრიტიკებთ ამას ყველა ფორმატში და მოვუწოდებთ, პატივი სცენ ქართველი ხალხის ნებას, ქართველი ხალხი სურს გახდეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. ამისთვის კი აუცილებელია დემოკრატიული პროცესების პატივისცემა.
საკმაოდ მოსალოდნელია, რომ ოცნების ლიდერები იზოლაციაში მოხვდნენ. მათ შვილებს ვეღარ მოინახულებენ ევროპაში. ბევრ მათგანი ევროპაში სწავლობს, ბევრიც იქ ცხოვრობს.
ანუ, ქართული ელიტა ცხოვრობს ევროპაში, დაკავშირებულია ევროპასთან, სარგებლობს ევროპის უპირატესობებით, მაშინ როცა ქართული ოცნება იწყებს სიძულვილის კამპანიას ევროკავშირის და ევროპის წინააღმდეგ.
ასე რომ, ეს ბუნებრივად იმოქმედებს მათზე. ვფიქრობ, ამ საკითხში ჩვენ მკაცრები უნდა ვიყოთ" - განაცხადა ბულაიმ.