თუ პარტიები აიკრძალება, ეს იქნება სირცხვილი დემოკრატიისთვის! ამას მკაცრი პასუხი მოჰყვება - ბარონესა სალ ბრინტონი
თუ პარტიები აიკრძალება, ეს იქნება სირცხვილი დემოკრატიისთვის - ეს განცხადება "პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა გააკეთა.
ბარონესა სალ ბრინტონმა, "ტვ პირველის" ჟურნალისტ რუსუდან დუმბაძეს უთხრა, რომ ოპოზიციის აკრძალვით ქართული "ოცნება" კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდება სანქციებს.
ამას მკაცრი პასუხი მოჰყვება - ამბობს ბარონესა სალ ბრინტონი.
როგორც დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი, მე ძალიან შეშფოთებული ვარ იმით, რასაც ქართული ოცნება აკეთებს. ჩვენ უკიდურესად განვიცადეთ, როცა მათ პოლიტიკური პარტიების ლიდერების დაპატიმრება დაიწყეს, მაგრამ ახლა ისინი ქუჩიდანაც იტაცებენ ადამიანებს.
პოლიტიკური პარტიების აკრძალვა არასდროსაა გამოსავალი. და თუ ეს მართლაც მოხდება, დარწმუნებული ვარ, რომ დიდ ბრიტანეთსა და მთელ ევროპაში სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები მკაცრ გადაწყვეტილებას მიიღებენ ქართული ოცნების მიმართ. ეს შეუმჩნეველი არ დარჩება.
ჩემი აზრით, საჭიროა სანქციების გამკაცრებაც, ასევე საკითხის გატანა გაეროში და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.თუ ეს მართლაც მოხდება, ეს იქნება სრული სირცხვილი. დემოკრატია კვდება მაშინ, როდესაც აღარ არსებობს დისკუსია. პოლიტიკური პარტიები აუცილებელია მაშინაც კი, თუ არ გესმით ან არ გიყვართ, რასაც ამბობენ.
მინდა მივმართო ყველა იმ პოლიტიკოსს საქართველოში, ვინც ქართულ ოცნებას ეწინააღმდეგება, გააგრძელეთ ის, რასაც აკეთებთ. ჩვენ გხედავთ და გისმენთ, და ჩვენ მხარს გიჭერთ", - აცხადებს ბარონესა სალ ბრინტონი .