ცნობილია მოსამართლე, ვინც დღეს ლილუაშვილის ნათესავის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს
სუს-ის ექს შეფის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავის, დაკავებული ანდრია ლილუაშვილის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მოსამართლე ნანა შამათავა იმსჯელებს - პროცესი საქალაქო სასამართლოში 15:00 საათზეა ჩანიშნული.
სასამართლო სხდომის დაწყებამდე "პირველებმა" ანდრია ლილუაშვილის ადვოკატს ჰკითხა, სუს-ის ექს-შეფთან დაკავშირებით თუ ქონდა ბრადლებულთან გამოძიებას კითხვები, რაზეც უფლებადამცველმა თქვა, რომ "კითხვები ჯერჯერობით არ დასმულა, არც მცდელობა არ ყოფილა ამ მიმართულებით".
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სუს-ის ექს შეფის ნათესავის, დაკავებული ანდრია ლილუაშვილის ადვოკატებს ხელი გაუთქმელობაზე მოაწერინეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმის დეტალებზე ვეღარ ისაუბრებენ.
გარდა ამისა, სავარაუდოდ, დაიხურება ანდრია ლილუაშვილის სასამართლო პროცესიც და სხდომაზე არავის, მათ შორის არც მედიის წარმომადგენლებს დაასწრებენ.
- სუს-ის ექს შეფის გარემცვის წევრს ბრალის ოფიციალური დადგენილება გუშინ ღამით გააცნეს.
დღეს ადვოკატმა "პირველებს" უთხრა, რომ ლილუაშვილი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
- ცნობისთვის, ანდრია ლილუაშვილს ხელბორკილები 2 დღის წინ დაადეს.
სუს-ის ექს შეფის ნათესავს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან.
უწყების ცნობით, გამოძიება გრძელდება იმ პირების მიმართ, ვისთანაც, შესაძლოა, დანაშაულებრივ კავშირში იყო ანდრია ლილუაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მანამდე პროკურატურამ გრიგოლ ლილუაშვილთან დაკავშირებული კიდევ ერთი პირი, კობა ხუნდაძე დააკავეს. უწყების ცნობით, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 94 კონვერტად დახარისხებული ფულადი თანხა, საერთო ჯამში 1 319 300 აშშ დოლარი.