ექსკლუზივი: ვინ არის ბიზნესმენი, ვინც ბურჭულაძის და ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა

25.10.25 21:31
ექსკლუზივი: ვინ არის ბიზნესმენი, ვინც ბურჭულაძის და ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა

ვინ არის ბიზნესმენი, ვინც სუს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების, ირაკლი ღარიბაშვილის და ჯუანშერ ბურჭულაძის წინააღმდეგ ჩვენება მისცა და დეტალურად მოჰყვა, როგორ იპარავდნენ მილიონებს?! 

ზურა ტუკვაძე, „კიას  ცენტრის“ და 10 -მდე კომპანიიის მფლობელი, 36 წლის ბიზნესმენია. "შაბათის ეთერის" ინფორმაციით, ის თავად აღიარებს, რომ წლების განმავლობაში,  ჯარის ძარცვის სქემის თანამონაწილე იყო, თუმცა არ დაუკავებიათ, რადგან  თავისუფლების სანაცვლოდ ხელი ჯუანშერ ბურჭულაძეს დაადო. სუს-ის ფაილების მიხედვით, 2025 წლის 18 ივლის აღიარებითი  ჩვენება გამოძიებას ტუკვაძემ მისცა და  მის  კაბინეტში გამართული კონსპირაციული  შეხვდრის შესახებ უამბო. 

"2023 წლის დასაწყიში ჩემთან მოვიდა ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმა, ვასილ მხეიძე. შემომთავაზა, რომ ჩემი კომპანიებით თავდაცვის ტენდერებში მონაწილეობა მიმეღო, სანაცვლოდ კი გარანტირებულ გამარჯვებას უზრუნველყოფდა  მისი სიძე ჯუანშერ ბურჭულაძე იგივე „ჯუთა“. მე ვუთხარი, რომ მხოლოდ მის სიტყვას ვერ ვენდობოდი და უნდა მოეცა გარანტია, გადაწყვეტილების მიმღები თანამდებობის პირებისგან. ვასილ მხეიძე რამდენიმე დღეში ჩემთან ოფისში დაბრუნდა და ის პირობები  დაასახელა, რომლის სანაცვლოდაც მინისტრი ტენდერში გამარჯვებას უზრუნველყოფდა"- წერს ჩვენებაში ბიზნესმენი. 


ზურაბ ტუკვაძე, სუსს დაკითხვის დროს უყვება, რომ ხელვნურად ზრდიდნენ შესასყიდი პროდუქციის ფასს, თავდაცვის სამინისტრო კი პროდუქციას ძვირად ყიდულობდა, სანაცვლოდ ბიზნესისთვის გადარიცხული ფულიდან. 10% ქრთამი, ქეშის სახით, ჯუანშერ ბურჭულაძესთან მიდიოდა. კურიერი კი მინისტრის ცოლის ძმა იყო. 

  • ტუკვაძის ჩვენებით დგინდება, რომ  პირველი ფული ჯარს სამედიცინო აპარატურის გაყიდვის დროს მოპარეს. გორის სამხედრო ჰოსპიტალისთვის პროდუქციის შესაძენად ჯერ 5 მილიონი გამოიყო. ტუკვაძის "სოლმარტმა" ეს შესყიდვა მიიიღო, რადგან საქმე უკვე ჩაწყობილი ჰქონდა. სანაცვლოდ პირობა შესრულდა და ხუთი მილიონი 10 % კურიერის საშუალებით "ზევით" გააგზავნეს. 

სუს-ის ფაილებით, რომელიც "შაბათის ეთერმა" მოიპოვა, ტუკვაძე სუსს უყვება, რომ პირველი ხუთი მილიონის მიღების და ქრთამის გადახდის შემდეგ, მან ახალი შესყიდვა მიიღო - თავდაცვის სამინსიტროს კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი, რომელიც 950 000 დოლარი ღირდა, თითქმის სამ მილიონ ლრად მიყიდეს. 

სუსითვის მიცემულ აღიარებით ჩვენებაში  „შაბათის  ეთერის" ყურადღებას  ირაკლი ღარიბაშვილის გვარი იქცევს. ბიზნესმენი  ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებს უყვება, რომ  ჯარის ძარცვის კორუფციული   სქემა ჯუანშერ ბურჭულაძეს  ექს პრემიერთან  ჰქონდა   შეთანხმებული  და არ გამორიცხას, რომ სარგებელს მოპარული ფულიდან ირაკლი ღარიბაშვილიც იღებდა.  სუსი რომ ჯარის ძარცვის საქმეში ირაკლი ღარიბაშვილის კვალს ეძებს, ეს არაერთი მტკიცებულებით დასტურდება. კითხვას, რა იცოდა სავარაუდო კორუფციულ გარიგებაზე ექს პრემრიმა სუსი ჯუანშერ ბურჭულაძესაც ეკითხება.

ვინ არის ბიზნესმენი, ვინც ბურჭულაძის და ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცა - მარიამ გაფრინდაშვილი დეტალებით

მსგავსი სიახლეები