კოალიციის ლიდერები ხალხთან შეხვედრებს იწყებენ
კოალიციის ლიდერები ხალხთან შეხვედრებს იწყებენ.
ნიკა მელია,მამუკა ხაზარაძე, ელენე ხოშტარია, ირაკლი აბესაძე და ზურა ჯაფარიძე მოსახლეობას ამ წუთებში ვარკეთილის მეტროსთან ხვდებიან.
ნიკა მელიამ ირაკლიი ღარიბაშვილის განცხადებებზე კომენტარი არ გააკეთა.
არ ვაპირებთ ღარიბაშვილის კომენტარზე კომენტარის გაკეთებას. არ აქვთ მათ სიტყვას ფასი, ჩვენ ვაპირებთ არა ვინმეს დამარცხებას, არამედ გამარჯვებას. საზოგადოება, თბილისი იმსახურებს მრავალფეროვნებას, იმსახურებს ერთობას, წინსვლას, პროგრესს. შეუძლებელია ქვეყანა იმართებოდეს იმ ადამიანების მიერ, რომლებსაც პრეტენზიაც და ამბიციაც კი არ აქვს, რომ საქართველოში თბილისში რაიმე სახის წარმატება ადრე თუ გვიან დადგეს", - ამბობს ნიკა მელია.