ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლი ამტკიცებს, რომ დიდი ფული ფორტეპიანოს პედაგოგობით იშოვა - საქმის მასალები
ჯარის ძარცვით და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებით, თავდაცვის ექს-მინისტრმა, ჯუანშერ ჯურჭულაძემ სუს-ის მტკიცებით, მილიონები იშოვა. მის სახელზეა რეგისტრირებული არაერთი უძრავი ქონება.
ჯუანშერ ბურჭულაძის ოჯახის საკუთრებაშია ესპანეთში, მალაგას საკურორტო დასახლებაში არსებული საცხოვრებელი სახლი. უძრავ ქონებაში მილიონი ევროა გადახდილი.
სუს-ის გამომძიებლებს ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლმა უთხრა, რომ ფული ჯერ ისესხეს, შემდეგ კი ვალი, დედამთილის მიერ თბილისში ორთაჭალაში გაყიდული ბინის ფულით დააბრუნეს.
ჯუანშერ ბურჭულაძე ჩვენებაში წერს, რომ ვილა ესპანეთის საკურორტო დასახლებაში, ლელა ამისულაშვილმა მიჰყიდა. ეს უკანასკნელი პრორუსი ბიზნესმენის დავით ხიდაშელის მეუღლეა. ხიდაშელი კარტოგრაფების საქმის მთავარი მოწმეა.
ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლი დაკითხვის დროს ამბობს, რომ პირადი დანაზოგიც ჰქონდა. ფული კი ამერიკაში ფორტეპიანოს მასწავლებლად მუშაობის დროს დააგროვა.
ძვირადღირებული ქონების წამომავლობაზე ჯუანშერ ბურჭულაძის მეუღლი დამაც საგამოძიებო უწყებას ვრ დაუსაბუთა იმ ძვირადღირებული ბინის წარმომავლობა, როგორ შეძლო თბილსიში თითქმის მილიონად შეფასებული სახლის ყიდვა, რომელიც ოფიციალური დოკუმენტებით დისგან, განვადებით შეიძინა.