ერთი წლის წინ, 26 ოქტომბერს, ქართველ ხალხს დემოკრატია და ევროპისკენ გზა მოჰპარეს - ერიკ ოტოსონი
ერთი წლის წინ, 26 ოქტომბერს, ქართველ ხალხს დემოკრატია და ევროპისკენ გზა მოჰპარეს, - ამის შესახებ შვედეთის პარლამენტის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ერიკ ოტოსონი ვიდეომიმართვას ავრცელებს.
ოტოსანი ამბობს, რომ რუსთაველის გამზირზე ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს ევროპაში "საქართველოს მომავლისთვის იმედის შუქურად" მიიჩნევენ.
„გვსურს კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი მუდმივი მხარდაჭერა დემოკრატიის, თავისუფლებისა და ევროპაში მომავლისკენ ქართველი ხალხის სწრაფვის მიმართ. რუსთაველის გამზირზე ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს საქართველოს მომავლისთვის იმედის შუქურად მივიჩნევთ და ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ“, - განაცხადა ერიკ ოტოსონმა.
- ვიდეომიმართვას უერთდებიან სლოვაკეთის, პოლონეთის, ლატვიის, ლუქსემბურგის, ავსტრიის, ესტონეთისა და ფინეთის პარლამენტების ევროკავშირის საქმეთა და ევროპის საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები. ასევე ქართველ ხალხს მხარდაჭერას უცხადებენ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, სიგიტას მიტკუსი და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარია სტენერგარდი.
ფოტო: ipn