ALDE-ს ვიცეპრეზიდენტი: "ქართული ოცნება" საქართველოს მოქალაქეებს ევროპულ ოცნებას ართმევს, სანქციები უნდა იყოს რეაქცია
"ქართული ოცნება" საქართველოს მოქალაქეებს ევროპულ ოცნებას ართმევს - ამის შესახებ ALDE-ს ვიცეპრეზიდენტმა, ევროპარლამენტარმა დან ბარნამ ბრიუსელში ქართველ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
ბარნა პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა ევროკავშირისგან უკუმიმართულებით მიდის.
ALDE-ს ვიცეპრეზიდენტიისწ და ევროპარლამენტარის თქმით, ახლა მიმდინარეობს დისკუსია, საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ.
საქართველოში ამჟამად კრტიტიკული სიტუაციაა. საქართველოს მთავრობა ევროკავშირისგან უკუმიმართულებით მიდის. როგორ იცით, მიმდინარეობს დისკუსია, საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ, მაგრმ ასევე არსებობს სამართლიანი არგუმენტი, რომესაც მეც ვუჭერს მხარს, რომ სტატუსის ჩამორმევა, როგორც სანქცია, უკვე არადემოკრატიული საქართველოს მთავრობის მიმართ, ასევე გამოიყურება როგორც საქართველოს მოაქლაქეებისთვის იმედის წართმევა.
ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს მოქალაქეებს კვლავ აქვთ ევროპული მისწრაფებები. მაგრამ ახლა "ქართული ოცნება" ართმევს საქართველოს მოქალაქეებს ევროპულ ოცნებას.
საქართველოს მთავრობა მოქმედებს სრულიად არადემოკრატიულად, და სანქციები უნდა იყოს შესაბამისი რეაქცია. ეს ასეთ ვითარებაში ჩვეულებრივი ქმედებაა - როგორც მოხდა რუსეთსა და ბელარუსში, როდესაც ინდივიდუალური სანქციების დაწესდა მათ წინააღმდეგ ვინც პირდაპირაა ჩართული მთავრობის გადაწყვეტილეებებში, დააზიანოს დემოკრატიული წესები საზოგადოებისთვის", - აცხადებს დან ბარნა.