ვერავის შეუძლია განაცხადოს, რომ დემოკრატიის გზაზეა და EU-კენ მიდის, თუ კრძალავს ოპოზიციას - კატალინ ჩე

25.10.25 17:30
ვერავის შეუძლია განაცხადოს, რომ დემოკრატიის გზაზეა და EU-კენ მიდის, თუ კრძალავს ოპოზიციას - კატალინ ჩე

ვერავის შეუძლია განაცხადოს, რომ დემოკრატიის გზაზეა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიდის, თუ კრძალავს ოპოზიციას - ამის შესახებ უნგრელიმა პოლიტიკოსმა, კატალინ ჩემ ბრიუსელში "ტვ პირველთან" ინტერვიუში განაცხადა.

უნგრელმა პოლიტიკოსმა მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს მოქალაქეებს, ვინც ყოველ ღამე რუსთაველოს გამზირზე დგანან და ისაუბრა ცვლილებეზე, რომელიც მისი თქმით, ჩვენს ქვეყანაში უნდა მოხდეს, რათა ქვეყანამ გააგრძელოს ის გზა, რომელიც მას არჩეული ჰქონდა.

საქართველო ეკუთვნის ევროკავშირს და მე ვუჭერ მხარს იმ მომიტინგეებს, რომლებიც ამას ასე ხშირად და ასე მამაცურად მოითხოვენ. მაგრამ ცვლილებები უნდა მოხდეს საქართველოში, რათა ქვეყანამ გააგრძელოს ის გზა, რომელიც მას არჩეული ჰქონდა.
თუ მთავრობა არღვევს ფუნდამენტურ ადამიანის უფლებებს და არ წარმართავს თავიანთ პოლიტიკას დემოკრატიული გზით, ისინი უნდა იყვნენ მზად, რომ უფრო დემოკრატიულად მოაზროვნე ქვეყნები მაგალითად, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები შესაბამის რეაგირებას მოახდენენ. 
ვერავის შეუძლია განაცხადოს, რომ დემოკრატიის გზაზეა და ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიდის, თუ კრძალავს ოპოზიციას. ჯანსაღი დემოკრატიული დისკუსია და თავისუფლება უნდა იყოს საფუძველი ყოველი ქვეყნისთვის, რომელსაც ჩვენს გვერდით სურს ევროპული გზის გავლა და ამ ძლიერი თანამეგობრობის სარგებლის მიღება. 
არ ვფიქრობ, რომ პარტიების აკრძალვა სწორი გზაა, ისევე როგორც პოლიტიკოსების პატიმრობაში ყოფნა. ეს არ შეესაბამება იმ ევროკავშირის ღირებულებებს, რომლებიც ჩვენ გვინდა ვიხილოთ საქართველოშიც", - განაცხადა უნგრელმა პოლიტიკოსმა.

მსგავსი სიახლეები