სად არის გრიგოლ ლილუაშვილი და დაკითხეს თუ არა სუს-ის ყოფილი შეფი?

25.10.25 18:44
სად არის გრიგოლ ლილუაშვილი და დაკითხეს თუ არა სუს-ის ყოფილი შეფი?

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ბიძაშვილს, ანდრია ლილუაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ სხდომის დახურვას თავად ბრალდებული ეწინააღმდეგებოდა. 

როგორც "პირველებს" ლანა ცერცვაძემ განუცხადა, ანდრია ლილუაშვილს სურს, გამოძიებას მისი ბიზნესის "ლეგალურობის" შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს, თუმცა ამ ეტაპისთვის ბიზნესმენისთვის კითხვები ამ მიმართულებით არავის დაუსვამს. 

უფლებადამცველის თქმით, სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი შეიძლება ითქვას, რომ "ფაქტობრივად ტყვედ ჰყავთ აყვანილი". 

რაც შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებული პირის კვეთას, ლანა ცერცვაძე ამბობს, რომ ბიძაშვილებს მხოლოდ ნათესაური კავშირი აქვთ და არ ფლობენ საერთო ბიზნესს. 

ამასთან ანდრია ლილუაშვილის ადვოკატის თქმით, არ იცის, დატოვა თუ არა ლილუაშვილმა ქვეყანა ან გამოიკითხა თუ არა ყოფილი მაღალჩინოსანი. 

ჩვენ შესაძლებლობა არ გავქვს, საქმის მასალებით ოპონირება გავაკეთოთ, რომ სოციუმისთვის უფრო პროდუქტიული და ინფორმატიული იყოს ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაცია. საქმეში მტკიცებულების სახით არაფერი დევს და ალბათ ამ ფაქტობრივ გარემოებებზე რომ დავიწყოთ საუბარი, საზოგადოებისთვის ნათელი გახდება, რომ ეს კაცი არაფერ შუაშია. 

[ანუ ტყვედ არის აყვანილი - ჟურნალისტი] ფაქტობრივად, შეგვიძლია შეფასებები ჩვენ თვითონვე გავაკეთოთ ცალ-ცალკე, დამოუკიდებლად. მე რაც შემიძლია გითხრათ, არის ის რომ საქმეში მტკიცებულება არ არსებობს. 

რაც შეეხება თანამშრომლობას, თანამშრომლობა გაგებულია იმგვარად, რომ მან უნდა დაასახელოს კონკრეტული პირები და ა.შ. მსგავსი ფაქტობრივი გარემოება არ არსებობს, ვინაიდან ანდრიოა ლილუაშვილს სათანამშრომლო არაფერი სჭირს. მას ფიზიკურად არანაირი კომუნიკაცია არ აქვს არცერთ პირთან. გამოძიების შეკითხვებს ის აუცილაბლად უპასუხებს. ჩვენ მზად ვართ, საგამოძიებო ორგანოს მივაწოდოთ ინფორმაცია მისი ბიზნეს საქმიანობის ლეგალურობის შესახებ. აქ არის პროკურატურის ნება - გამოიძიოს სრულყოფილად და ობიექტურად საქმე. ამ ეტაპისთვის ეს კითხვები ანდრია ლილუაშვილისთვის არავის დაუსვამს- გამოკითხვის ოქმი ამ ეტაპისთვის გახსნილი არ არის. 

სხვა პირებთან მიმართებით [ცდილობენ თუ არა ანდრია ლილუაშვილით გრიგოლ ლილუაშვილთან გასვლას] კომენტარს ვერ გავაკეთებ. მხოლოდ სამართლებრივ ასპექტებზე ვაკეთებ განცხადებას. ვინ რას ფიქრობს, რა განზრახვა აქვს, ვის რა აქვს დაგეგმილი სამ ომავლო ღონისძიებებში ეს მე არ ვიცი, შესაბამისად პასუხს ვერ გაგცემთ. 

არც ის ვიცი დატოვა თუ არა გრიგოლ ლილუაშვილმა ქვეყანა, ეს ახლა თქვენგან გავიგე. არ ვიცი გამოიკითხა თუ არა ეს უკანასკნელი. წარმოდგენილ სისხლის სამართლის საქმეში, ჩვენ ამ ეტაპზე გვაქვს მხოლოდ ანდრია ლილუაშვილის ბრალი წარმოდგენილი სხვა მასალა არ მოგვეპავება. 

გრიგოლ ლილუაშვილს და ანდრია ლილუაშვილს ბიზნეს საქმიანობაში კვეთა არც აქვთ და არც არასდროს ჰქონიათ. მათ ერთმანეთთან ნათესაური კავშირი აკავშირებთ - ერთმანეთის ბიძაშვილები არიან"- განაცხადა ლანა ცერცვაძემ. 

ანდრია ლილუაშვილს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნანა შამათავამ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლემ დახურულ სხომაზე მიიღო. სხდომის სრულად დახურვა კი ბრალდების მხარემ მოითხოვა.

სხდომის დასრულების შემდეგ მედიის კითხვებს საქმის პროკურორმა არ უპასუხა - ბრალდების მხარის წარმომადგენელმა ტერიტორია ავტომობილით დატოვა. 

მსგავსი სიახლეები