„დროების“ ოპერატორ ნიკა პატარაიას 4 დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
„ფორმულას“ თანამშრომელი, „დროების“ ოპერატორ ნიკა პატარაიას, მოსამართლემ 4 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
ოპერატორი რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით არის დაკავებული.
მან დილით პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გადაიღო „ფორმულას“ ტელეწამყვანის, ქეთა ციცქიშვილის იზოლატორიდან გამოსვლის კადრები, სახლში მიმავალი კი დააკავეს.