სად არის და რა ბედი ელის რაჟდენ კუპრაშვილს?

25.10.25 20:55
სად არის და რა ბედი ელის რაჟდენ კუპრაშვილს?

ანტიკორუფციულ ბიუროს შეფი, რაჟდენ კუპრაშვილი გაუჩინარდა - ჩინოვნიკს "შაბათის ეთერი" მას შემდეგ ეძებს, რაც საჯაროდ ითქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ  გამოძიება დაიწყო.  

  • კუპრაშვილი ამ უწყების ხელმძღვანელად ირაკლი ღარიბაშვილმა დანიშნა, მედია მაშინ წერდა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს შეფი დამოუკიდებელი არ იყო, რადგან კუპრაშვილი ღარიბაშვილის ახლო მეგობარია.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ წლებს განმავლობაში ღარიბაშვილი ქონებრივ დეკლარაციას აყალბებდა და ტყუილს წერდა, რომ თითქოს ფულს ყოველ წელს მამა ჩუქნიდა. ეს წესით რაჟდენ კუპრაშვილს უნდა ეპოვა და ღარიბაშვილი უნდა დაესაჯა.

2025 წლის 24 ივლისს კუპრაშვილმა საჯაროდ ითქვა, რომ “[ირაკლი ღარიბაშვილის] დეკლარაციაში არანაირი დარღვევები არაა”. ახლა ჩნდება, კითხვა დამალა თუ არა დანაშაული განზრახ ანტიკორუფციული ბიუროს შეფმა.

იურისტები ფიქრობენ, რომ რაჟდენ კუპრაშვილის წინააღმდეგ გამოძიება უნდა დაიწყოს, რადგან ის სპეციალისტების შეფასებით დანაშაულის თანამონაწილეა. 

კუპრაშვილი თანამდებობაზე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა 2023 წლის 10 თებერვალს დანიშნა. ამ განცხადებიდან ზუსტად სამ თვეში, 24 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე.

ასევე ნახეთ ნახეთ ნატა ქაჯაიას რეპორტაჟში ვინ მიატოვა ღარიბაშვილი?

მსგავსი სიახლეები