ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტი "ოცნებას" მოუწოდებს, მზია ამაღლობელი გაათავისუფლოს
ევროპარლამენტის ვიცეპრეზიდენტი "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, გაათავისუფლოს დააპატიმრებული ჟურნალისტი, სახაროვის პრიზის გამარჯვებული მზია ამაღლობელი, რომელიც პატიმრობაში მხედველობას კარგავს.
პინა პიჩერნო გამოდის ინიციატივით, რომ გამოცემების "ბათუმელების" და "ნეთგაზეთის" დამფუძნებელი გადაიყვანონ უცხოეთში სამკურნალოდ, რათა მიიღოს სპეციალიზებული მკურნალობა და შეინარჩუნოს მხედველობა.
შევიტყვე, რომ საქართველოში პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტისა და სახაროვის პრემიის ლაურეატის, მზია ამაღლობელის მხედველობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა: მას ამჟამად ერთ თვალში მხედველობის მხოლოდ 1% აქვს, მეორეში კი 10%. სასჯელაღსრულების სისტემის მიერ ჩატარებული სამედიცინო ანალიზები ადასტურებს შეუქცევად გაუარესებას.
მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ გაათავისუფლოს იგი, რომ საზღვარგარეთ სპეციალიზებული მკურნალობით მისი მხედველობა შენარჩუნდეს, - ამბობს პინა პიჩერნო.