დეკანოიძე: ივანიშვილის ჩართულობის გარეშე საქართველოში რუსული სანქცირებული ტვირთი ვერ შემოვიდოდა

26.10.25 15:24
დეკანოიძე: ივანიშვილის ჩართულობის გარეშე საქართველოში რუსული სანქცირებული ტვირთი ვერ შემოვიდოდა

ენმ-ს წევრის, ხატია დეკანოიძის შეფასებით, საქართველოში სანქცირებული რუსული ნავთობის ტვირთები „ჩრდილოვანი ტანკერებით“ ხვდება და ამ პროცესში გამოყენებულია რუსეთის მიმართ დაწესებული საერთაშორისო შეზღუდვების გვერდის ავლის სქემა.

მისივე განმარტებით, რუს ოლიგარქ მიხაილ გუცირევთან და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ინტერესები საქართველოს სანქცირებული ტვირთებისთვის სატრანსპორტო დერეფნად ქცევის რისკს ქმნის, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს „რუსნეფტისა“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ მოქმედი სანქციების ფონზე. 

რუსნეფტი, რომლის ტვირთიც იდო ამ ტანკერზე, ეკუთვნის რუს ოლიგარქ გუცირევს. გუცირევი არის დასანქცირებული ევროკავშირის მიერ, თუ არ ვცდები, 2020 წლიდან და ძირითადად იგი სანქციებში ევროკავშირის ქვეყნების მიერ შეტანილი იყო ბელორუს დიქტატორ, ლუკაშენკოსთან კავშირის გამო. ფაქტია, რომ ყულევის ნავთობტერმინალში ხვდება ტვირთი, რომელიც შემოდის საქართველოში ჩრდილოვანი ტანკერების მეშვეობით, სანქცირებული ტვირთები მათ შორის. ივანიშვილი იყენებს ძალიან აქტიურად საკუთარ გავლენებს, რუსეთთან კავშირებს იმისთვის, რომ საქართველო გადაიქცეს სატრანსპორტო დერეფნად ოღონდ სანქცირებული ტვირთებისთვის და ნავთობისთვის . განსაკუთრებით ამას დიდი დატვირთვა აქვს "ლუკოილის" და რუსნეფტის" დასანქცირების კონტექსტში მას შემდეგ, რაც აშშ-მა და მთალიადნ პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილება იყო ეს. 

მე ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ ავაგებთ ლოგიკურ ჯაჭვს გუცირევისა და ბიძინა ივანიშვილის კავშირებიდან გამომდინარე, დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მისი ჩართულობის გარეშე საქართველოში ეს ტვირთი ვერ შემოვიდოდა. 

რა თქმა უნდა, ძალიან მნიშნელოვანია ჩვენი ბრიტანელი პარტნიორებისთვის და შესაბამისად, ეს ინფორმაცია მათ უკვე მიწოდებული აქვთ, - ამბობს დეკანოიძე. 

რუსულმა „როსნეფტმა“ პირველად შემოიტანა 105 ათასი ტონა ნავთობი ყულევის ტერმინალში. ამის შესახებ Reuters-მა დაწერა. ტანკერმა „კაისერიმ“ ტვირთი 6 ოქტომბერს ნოვოროსიისკიდან ჩამოიტანა.

მიუხედავად ომისა და დიპლომატიური ურთიერთობების არქონისა, რუსეთთან ეკონომიკური კავშირები გაღრმავებულია,  - წერს გამოცემა.

მოგვიანებით, შემოსავლების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც რუსული ნავთობის შემოტანის ფაქტი დაადასტურა, თუმცა განმარტა, რომ გემი და კომპანიები სანქციების სიაში არ არიან.

ყულევის ქარხნის პროექტი 2024 წლის ოქტომბერში იყო წარდგენილი.

 

მსგავსი სიახლეები