რუსეთის კავშირი ყულევის ქარხანასთან - ექსპერტები სამხედრო და პოლიტიკურ რისკებზე ალაპარაკდნენ

26.10.25 20:32
რუსეთის კავშირი ყულევის ქარხანასთან -  ექსპერტები სამხედრო და პოლიტიკურ რისკებზე ალაპარაკდნენ

საქართველოში რუსული ნავთობის შემოტანა სკანდალის საფუძველი გახდა. დამოუკიდებელი კვლევითი მედიის ცნობით, ტვირთი, რომელიც სანქცირებული რუსული კომპანიის საკუთრებაა, უკვე ყულევის ნავთობტერმინალშია განთავსებული. ჟურნალისტური გამოძიებით დადგენილია, რომ საწარმოს მფლობელებს კავშირები აქვთ რუსეთის სამხედრო დაზვერვის სტრუქტურებთან.

გამოძიების გასაჯაროების შემდეგ თბილისში სამხედრო და პოლიტიკური რისკების შესახებ ალაპარაკდნენ. ოპოზიციის და უსაფრთხოების ექსპერტების შეფასებით, საქმე მხოლოდ ბიზნესკონტრაქტს არ ეხება - რუსული გავლენა სტრატეგიულ ენერგოობიექტზე ეროვნული უსაფრთხოების სერიოზულ საფრთხედ განიხილება.

მათი თქმით, ყულევის ნავთობქარხანაზე რუსული გავლენა ნიშნავს, რომ კრემლს ხელში უჭირავს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში სამხედრო მიზნებისთვისაც გამოიყენებს. 

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები