ჯარისთვის მოპარული მილიონების საქმე - მივა თუ არა გამოძიება ღარიბაშვილამდე?

26.10.25 20:25
ჯარისთვის მოპარული მილიონების საქმე - მივა თუ არა გამოძიება ღარიბაშვილამდე?

თავდაცვის სამინისტროდან დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისების საქმეზე გამოძიება შესაძლოა ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილამდეც მივიდეს. „შაბათის ეთერის“ მიერ მოპოვებული ოფიციალური საგამოძიებო მასალების მიხედვით, ბიზნესმენი ზურაბ ტუკვაძე ამტკიცებს, რომ კორუფციულ სქემაზე ინფორმირებული იმ პერიოდის მთავრობის ხელმძღვანელიც იყო.

ტუკვაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებთან განაცხადა, რომ მოპარული თანხების ნაწილი შესაძლოა ღარიბაშვილამდე მიდიოდა, თუმცა კონკრეტული თანხები არ დაუკონკრეტებია.

ოპოზიცია ამ საქმეზე პასუხისმგებლობას მხოლოდ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს არ აკისრებს. მათი განცხადებით, საქმეში პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება სხვა მაღალჩინოსნებსაც - მათ შორის:

ირაკლი კობახიძეს - რომელიც იმ პერიოდში „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციას ხელმძღვანელობდა;

შალვა პაპუაშვილს - პარლამენტის მაკონტროლებელი ორგანოს მაშინდელ ხელმძღვანელს.

ოპოზიციის შეფასებით, პარლამენტმა ვერ შეასრულა ზედამხედველობის ფუნქცია, რამაც საჭირო კონტროლის არარსებობა გამოავლინა და შესაძლებელი გახადა ბიუჯეტიდან მილიონების გატანათ.

ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები