ჩემი მომღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად, "ხელისუფლებას" ვურჩევ მიმიყვანოთ თქვენს "სასამართლოში" - სააკაშვილი

22.10.21 15:33
ჩემი მომღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად, "ხელისუფლებას" ვურჩევ მიმიყვანოთ თქვენს "სასამართლოში" - სააკაშვილი

სახელისუფლებო მედიით გავრცელებულ ვიდეოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ეხმიანება. სააკაშვილის კომენტარი მის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.

ჩემი მომღიმარი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად სხვადასხვა ეგზოტიკური ადგილებიდან, "ხელისუფლებას" ვურჩევ და კატეგორიულად მოვითხოვ, მიმიყვანოთ თქვენს "სასამართლოში", რათა ქართველმა ხალხმა და საერთაშორისო თანამეგობრობამ ჩემგან პირველ პირში მოისმინოს სიმართლე ყველაფერზე. თუ სიმართლის ყველაზე მეტად გეშინიათ?", - აღნიშნულია სააკაშვილის წერილში.