ოპოზიცია მონაწილეობს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში, რომელსაც “ოცნებამ“ დემარში გამოუცხადა

27.10.25 13:41
ოპოზიცია მონაწილეობს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში, რომელსაც “ოცნებამ“ დემარში გამოუცხადა

ევროსაბჭოს ასამბლეის შემდეგ, „ოცნებამ“ დემარში ახლა ევრონესტის საპარლამენტო ასამბელასაც გამოუცხადა. მმართველ გუნდში ღიად ამბობენ, რომ მათთვის მიუღებელია ევროპარალმენტარების განცხადებები.

განსხვავებით “ოცნებისა“ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობას მიიღებენ პროდასავლური ოპოზიციური პარტიები.

როგორც ისინი ამბობენ, მაქსიმალურად შეეცდებიან დასავლელ პარტნიორებს კიდევ ერთხელ მიაწოდონ ინფორმაცია, რა გზას გადის საქართველო ბოლო ერთი წლის განმავლობაში.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბელაში, რომელიც ერევანში გაიმართება, პროდასავლური პარტიები ვიღებთ მონაწილეობას, “ქართული ოცნება“ კი არა. ეს ცხადიც იყო, ვინაიდან “ოცნებამ“ უარი თქვა, დემოკრატიულ პრინციპებზე, ადამიანის უფლებებზე და გაუთანაბრდა ბელარუსიას, რომელიც, ასევე არ მონაწილეობს ამ ასამბლეაში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია აქ ყოფნა და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა დაინახონ ის გზა, რასაც გადის საქართველო, ბოლო ერთი წლის მანძილზე და კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა მოვიპოვით მათგან, რომელიც შესაძლოა, პირდაპირ ითარგმნის “ოცნების“ მიმართ დაწესებულ საქნციებში, - ამბობს გიორგი ბუტიკაშვილი.

“ოცნების“ მხრიდან ევრონესტში მონაწილოებაზე უარის თქმას რუსულ პოლიტიკას უკავშირებს “ლელო ძლიერი საქართველოს“ წევრი, თაზო დათუნაშვილი. როგორც ის ამბობს, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციების ღონისძიებიდან საქართველოს გარიყვას „ქართული ოცნება“  მიზანმიმართულად ახორციელებს.

ის, რომ საქართველო აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო პლატფორმიდან ქრება, ისეთი ნომინალური პლატფორმებიდან, როგორებიცაა, მშვიდობის სამიტი, ევრონესტი თუ არ ვიცი. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციების ღონისძიებიდან საქართველოს გარიყვა მიზანმიმართული „ქართული ოცნების“ მიერ, არის რუსული პოლიტიკის ნაწილი, რომ ამ ქვეყანას საგარეო პოლიტიკა არ ჰქონდეს, ასე მარტივადაა ყველაფერი. სინადმვილეში, დღეს “ქართული ოცნება“ აკეთებს იმას, რომ საქართველოს საბჭოთა სოციალური რესპუბლიკის მსგავსი საგარეო საქმეთა სამინისიტრო გქვონდეს და საგარეო პოლიტიკის დელეგირება მოახდინონ რუსეთი ფედერაციაზე და მოსკოვზე, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა ერევანში 2 დღის განმავლობაში გაიმართება. სომხეთში უკვე იმყოფებიან ოპოზიციის წარმომადეგენლები და სამოქალაქო საზოგადოება. 

მსგავსი სიახლეები