ვინ ჩაანაცვლებს პარლამენტში რუსუდან თევზაძეს - რას ამბობენ “გახარიას“ გუნდში
პარლამენტში შესვლამდე ერთი დღით ადრე, გიორგი გახარიას თანაგუნდელმა გადაწყვეტილება შეცვალა და პარტიასა და მანდატზე უარი ერთდროულად თქვა.
რუსუდან თევზაძე იმ 12 -კაციან სიაში იყო, ვისაც ხვალ ოფიციალურად უნდა შეეწყვიტა ბოიკოტი და სესიაზე გამოცხადებულიყო.
ექს პრემიერის პარტიაში ჯერ არ ამბობენ, ვინ ჩაანაცვლებს თევზაძეს, თუმცა აცხადებენ, რომ მის ადგილს მისი ადგოლმონაცვლე დაიკავებს.
ჩვენი პარტია, განსხვავებით სვა პოლიტიკური ორგანიზაციებისგან, ადამაინებს არაფერში ზღუდავს, მთავარია, მისი გადაწყვეტილება იყოს და არ იყოს მოტივირებული სხვადასხვა ფაქტებით. ჩვენ ვუშვებთ იმ ფაქტს, რომ ეს არის მისი ინდვიდუალური გადაწყვეტილება, ამიტომ პატივს ვცემთ. მის ადგილს პარლამენტში მისი ადგილმონაცვლე დაიკავებს, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილი.
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა და განათლებისა და კულტურის მიმართულების კურატორმა რუსუდან თევზაძემ პარტია დატოვა და დეპუტატის მანდატზე უარი განაცხადა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
როგორც თავად განმარტავს, გადაწყვეტილება ქვეყნის წინაშე არსებული რთული შიდა და საგარეო გამოწვევების ფონზე მიიღო და მას მოქალაქეობრივად სწორ ნაბიჯად მიიჩნევს. თევზაძის თქმით, მისი წასვლა არ უკავშირდება უკმაყოფილებას პარტიული გუნდის მიმართ და ის კოლეგებს სამომავლო საქმიანობაში წარმატებას უსურვებს.