"გაქსუებული ევროპელი ბიუროკრატები" - კალაძე ALDE-ს დაუპირისპირდა
კახა კალაძე ამტკიცებს, რომ ევროპარლამენტში მიღებული რეზოლუცია სიცრუეზეა აგებული და მიზნად საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ქვეყნის განვითარების წინააღმდეგ ბრძოლას ისახავს.
თბილისის მერი ევროპელებს "გაქსუებულ ბიუროკატებად" მოიხსენიებს და აირწმუნება, რომ ისინი საზოგადოებაში არასწორი აღქმების შექმნას ცდილობენ.
გრძელდება სიცრუის კამპანია. ამ ტიპის რეზოლუციების მიღება პირველი შემთხვევა არ არის და საზოგადოებამ უკვე კარგად იცის, როგორ ხდება მათი მიღება. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქართველმა ხალხმა უთხრა არა იმ გაქსუებულ ევროპულ ბიუროკრატიას, რომელიც ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, მშვიდობას, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.
საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს და ანალიზს აკეთებს, თუ რა ხდება, რა პროცესები მიდის არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მსოფლიოში, რეგიონში. შესაბამისად, მსგავსი რეზოლუციები და ტყუილით გაჯერებული განცხადებები
ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს, - თქვა კალაძემ.
25 ოქტომბერს ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც ქართულ ოცნებას მწვავედ აკრიტიკებს. დოკუმენტში საუბარია ივანიშვილის ხელისუფლებას წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციების აუცილებლობაზე, ასევე ახალი საპარლამენტო არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნებზე.
რეზოლუცია გმობს ოპოზიციონერი ლიდერებისა და მშვიდობიანი აქტივისტების დაპატიმრებას და მოუწოდებს დასავლეთს, მეტი მხარდაჭერა გაუწიოს სამოქალაქო საზოგადოებას და დამოუკიდებელ მედიას საქართველოში.