შსს-ს მტკიცებულებები ვერ მოაქვს - მოსამართლემ თამარ გიორგაძის საქმის განხილვა კიდევ ერთხელ გადადო
მოსამართლე ნინო ენუქიძემ თამარ გიორგაძის საქმის განხილვა17 ნოემბრისთვის გადადო. მოსამართლის მიერ საქმის გადადების ეს უკვე მეორე შემთხვევაა. სხდომის გადმოდების მიზეზი შინაგან საქმეთა სამინისტროა. გელა გელაძუს უწყებას არ აქვს წარმოდგენილი მტკიცებულება, რომ თამარ გიორგაძე გზას კეტავდა.
კიდევ ერთხელ გავალებთ, მოიძიოთ იმ გარემოს დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ თამარ გიორგაძე გზის სავალ ნაწილზე იმყოფებოდა და მას ხელოვნურად მაშინ კეტავდა, როცა ამისთვის შესაბამისი რაოდენობის ხალხი არ იყო, - მიმართა მოსამართლე ნინო ენუქიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს.
შსს-ს წარმომადგენელმა პოზიციის დაფიქსირება დააპირა, თუმცა ენუქიძემ ამის საშუალება არ მისცა.
„დავალება მოგეცით და ეს უნდა შეასრულოთ, პოლემიკა და დისკუსია აქ მიზანშეწონილად არ მიმაჩნია!“ - მიმართა მოსამართლემ შსს-ს იურისტს.
გიორგაძეს შსს 22 ოქტომბერს გზის გადაკეტვასა და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავება.
თავად თამარ გიორგაძის განმარტებით, ის საერთოდ არ ყოფილა გზის სავალ ნაწილზე. მისი დაკავებაც ტროტუარზე მოხდა.