სანქციები ციხის ფანჯრიდან მისალმების გამო - გენინსპექციამ საკითხის მოკვლევა დაიწყო
ციხის ფანჯრიდან მხარდამჭერების მისალმება მესამე პრეზიდენტს შესაძლოა, სანქციების ფასად დაუჯდეს. გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა უკვე დაიწყო. ახლა გამომძიებლებმა უნდა დაადგინონ, როგორ მოხვდა მიხეილ სააკაშვილი ციხის ფანჯარასთან.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ფაქტს სასაცილოს უწოდებს და ამბობს, რომ არ იცის, რა სანქცია შეიძლება, დაეკისროს მესამე პრეზიდენტს ფანჯრიდან გახედვის გამო.
დღეს დამიკავშირდნენ იუსტიციის სამინისტროს გენინსპექციიდან და შემატყობინეს, რომ გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით მათ დაწყებული აქვთ წარმოება და სურთ მიხეილ სააკაშვილთან გასაუბრება და მკითხეს, როდის შეიძ₾ებოდა, მოგვეხერხებინა, რომ ჩვენც, ადვოკატებიც დავსწრებოდით ამ პროცესს. სიმართლე გითხრათ, ძალიან სასაცილო იყო გუშინ პენიტენციური დაწესებულების განცხადება, რომელიც "ფეისბუქ" გვერდზე გამოქვეყნეს - უკანონოობაო. რაც შეეხებას ასნქციებს, არ ვიცი, ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, უბრალოდ, სასაცილო ფაქტია. არ ვიცი, "ფანჯარასთან რატომ მიხვედი", მაგის გამო რა სანქცია შეიძლება, დააკისრონ, - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილი.