ევრონესტი თავად ახდენს საკუთარი თავის იზოლაციას აღმოსავლეთ პარტნიორობისგან - პაპუაშვილი
“ქართული ოცნების“ დემარში ევრონესტს - მმართველ გუნდში ამბობენ, რომ თავად ევრონესტი გაემიჯნა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს.
შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ აღნიშნულ პლატფორმაში მანამდე არ მიიღებენ მონაწილოებას, ვიდრე ევროპელი დეპუტატები რიტორიკას არ შეცვლიან და “ოცნების“ კრიტიკას არ შეწყვეტენ.
მისივე თქმით, “საქართველოს ხელისუფლება ფარსში მონაწილეობას არ აპირებს“.
ტარდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში და სამხრეთ კავკასიის ორი ქვეყანა, აზერბაიჯანი და საქართველო ამ სხდომაში არ მონაწილეობს. თავად ეს ფაქტი აჩვენებს, რომ ქცევა არასწორია. ჩვენ ფარსში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ. იმ მტრულ რიტორიკას, რომელიც ზოგიერთ პარლამენტარს, რომლებიც არიან ევრონესტის ხელმძღვანელობაში, მათ შორის, აქვთ ქართველი ხალხის, მათი არჩევანის და მათი ხელისუფლების მიმართ, არ ვაპირებთ ლეგიტიმაცია მივცეთ. ასევე, ვერ მივიღებთ იმ ფარსში მონაწილეობას, როდესქაც ენეჯოშნიკებად გაფორმებული ჰყავთ ბოკუჩავა, გეგელია და მსგავსი პოლიტიკოსები. ევრონესტი ახდენს საკუთარი თავის იზოლაციას აღმოსავლეთ პარტნიორობისგან , - აცხადებს პაპუაშვილი.
ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა ერევანში ხვალ გაიხსნება და 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. სომხეთში უკვე იმყოფებიან ოპოზიციის წარმომადეგენლები და სამოქალაქო საზოგადოება.