„ღრმა თალიბანიზაციის ახალი ეტაპი“ - სააკაშვილი საერთაშორისო განათლების ცენტრის დახურვაზე

27.10.25 16:13
„ღრმა თალიბანიზაციის ახალი ეტაპი“ - სააკაშვილი საერთაშორისო განათლების ცენტრის დახურვაზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ირაკლი კობახიძეს „საერთაშორისო განათლების ცენტრის“ დახურვაში ადანაშაულებს და ამ ნაბიჯს ქვეყნის განათლების სისტემის „დამანგრეველ პროცესად“ აფასებს. მისი მტკიცებით, ცენტრმა წლების განმავლობაში ათასობით ქართველ სტუდენტს მისცა საშუალება, მსოფლიოში წამყვან უნივერსიტეტებში ესწავლათ, ხოლო "ოცნების" გადაწყვეტილება მიზნად ახალგაზრდა თაობისთვის საერთაშორისო განათლების შეზღუდვას ისახავს.  

კობახიძემ დახურა საერთაშორისო განათლების ცენტრი, რომელიც ჩემი შექმნილი იყო და თავის დროზე მრავალი ათასი ქართველი სტუდენტი დააფინანსა მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში სასწავლებლად.

ახლა ამ ვითომ პრემიერმა მოიმიზეზა, რომ უცხოეთში წასული სტუდენტები სახელმწიფოს არ ემსახურებოდნენ.

ჩემს დროს გაგზავნილი სტუდენტების 99% ბრუნდებოდა ქვეყნის სამსახურში.

სინამდვილეში ეს არის ღრმა თალიბანიზაციის ახალი ეტაპი და გრძელვადიანი უკიდურესად დამანგრეველი შედეგები მოჰყვება ჩვენი ახალი თაობებისთვის. დროზე უნდა დავამარცხოთ ტირანია“, - წერს მიხეილ სააკაშვილი. 

მსგავსი სიახლეები