ეს საღეჭი რეზინა, ცოტა უცნაური გამომეტყველება, არ ტოვებს შტაბეჭდილებას, რომ სიკეთე აქვს ჩაფიქრებული - ვოლსკი სააკაშვილზე
არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ამ ადამიანს რაღაც სიკეთე აქვს ჩაფიქრებული - ასე შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ, მიხეილ სააკაშვილის ის ვიდეო, რომელიც გუშინ სამთავრობო მედიის საშუალებით გავრცელდა.
ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დამრჩა, მართალი გითხრათ, მძიმე... შეიძლება მთლიანი კონტექსტი უნდა ნახო, მაგრამ ფაქტია, რომ რაღაც ეს საღეჭი რეზინა, ცოტა უცნაური გამომეტყველება, რაღაც გატაცებაზე საუბარი არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ამ ადამიანს რაღაც სიკეთე აქვს ჩაფიქრებული, - ამბობს ვოლსკი.
სამთავრობო მედიის საშუალებით გავრცელდა ვიდეოკადრები, რომელიც, ხელისუფლების მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილმა სატვირთო ავტმობილით მგზავრობისას საკუთარი მობილური ტელეფონით გადაიღო.