მხარს ვუჭერთ ქართველ პარტნიორებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში პრორუსული რეჟიმის მიერ ტანჯვას განიცდიან- კშიშტოფ ბრეიზა

27.10.25 17:37
მხარს ვუჭერთ ქართველ პარტნიორებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში პრორუსული რეჟიმის მიერ ტანჯვას განიცდიან- კშიშტოფ ბრეიზა

ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში პრორუსული რეჟიმის მიერ ტანჯვას განიცდიან, - ამის შესახებ პოლონელი ევროპარლამენტარი, კშიშტოფ ბრეიზა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოში დემოკრატიულ ღირებულებებს.

„ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე, ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში პრორუსული რეჟიმის მიერ ტანჯვას განიცდიან. ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოში დემოკრატიულ ღირებულებებს, დამოუკიდებელ მედიასა და ყველა იმ ადამიანს, ვინც ზეწოლისა და დეზინფორმაციის მიუხედავად, სიმართლის თქმას განაგრძობს. დემოკრატია და თავისუფლება გვაერთიანებს - საზღვრებისა და პოლიტიკის მიღმა“, - წერს კშიშტოფ ბრეიზა X-ზე.

შეგახსენებთ, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარული სესია ერევანში 28-30 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს პარლამენტის დელეგაცია პლენარულ სესიაში მონაწილეობას არ მიიღებს.

მსგავსი სიახლეები