პრეზიდენტი ზელენსკი მუდმივ კავშირზეა და გვსურს, სააკაშვილი უკრაინაში იყოს - ლიზა იასკო
მთელი უკრაინა მხარს უჭერს, პრეზიდენტი ზელენსკი მუდმივ კავშირზეა და გვსურს, სააკაშვილი მალე იყოს უკრაინაში - რუსთავის ციხეში საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრიდან რადას დეპუტატი გამოვიდა. ლიზა იასკოს ინფორმაციით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი თავს მხნედ გრძნობს, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივად უარესდება. ,,ყველას ძალისხმევაა საჭირო, რომ ის ციხიდან ჯანმრთელი გამოვიდეს" - აცხადებს ლიზა იასკო.
ისეთი სიტუაციაა, რომ ყველამ უნდა იმოქმედოს, რომ ის ციხიდან ისე გამოვიდეს, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალური იყოს, ის უნდა იყოს ჯანმრთელი და ძლიერი და ჩემი ამოცანაა, რომ ბოლომდე დავუჭირო მხარი.
მას უკრაინა მხარს უჭერს, მუდმივ კონტაქტზე ვარ უკრაინის პრეზიდენტთან, ვარ ფრაქციის დეპუტატი, მუდმივად ვუწევთ მონიტორინგს და გვსურს, რომ სააკაშვილი იყოს უკრაინაში, კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ უკრაინის მოქალაქე დაპატიმრებულია საქართველოში და მისი სიცოცხლე სერიოზული საფრთხის ქვეშაა.
შიმშილობის 22-ე დღეა, მაგრამ რაც არ უნდა კარგი შესაძლებლობა ჰქონდეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივად უარესდება. ძალიან მეშინია, მომდევნო შეხვედრისას რა მდგომარეობაში დამხვდება - განაცხადა ლიზა იასკომ.