"ტარდება რუსთაველზე აქცია?“ - ადვოკატი აფგან სადიგოვს შეხვდა
თბილისში მცხოვრები აზერბაიჯენელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი გზის გადაკეტვისსაბაბით 54-ჯერ, ჯამში, 270,000 ლარით (თითო შემთხვევაზე 5,000 ლარით) არის დაჯარიმებული.
ამის შესახებ ფეისბუკზე ადვოკატი აიჰან ჰასანლი წერს, რომელიც დაკავებულს დღეს შეხვდა.
“დღეს მოვინახულე აფგან სადიგოვი მარნეულის იზოლატორში. თავს კარგად გრძნობს. მისი პირველი კითხვა და სანერვიულო იყო ის, ტარდებოდა თუ არა რუსთაველზე აქცია და იკეტებოდა თუ არა რუსთაველის გამზირი...
მისი პირველი კითხვა მაინც ის იყო, „ტარდება თუ არა რუსთაველზე აქცია?“ და „გადაიკეტა რუსთაველი?“ მან მთხოვა, რომ საჯაროდ გადავცე ყველას მისი მადლობა და სიტყვები: “ბრძოლა ბოლომდე !”
22 ოქტომბერს დაკავებულ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, 14- დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს.