დააკავებენ თუ არა ლილუაშვილს - სად არის სუს-ის ექს შეფი?!

27.10.25 20:11
დააკავებენ თუ არა ლილუაშვილს - სად არის სუს-ის ექს შეფი?!

სუს-ის ექს-შეფის შესახებ დასმულ ყველა კითხვას, ყველა ლიდერის მაქებარი "ოცნების" დეპუტატები დუმილით პასუხობენ. "პირველების" ინფორმაციით, პროკურატურა ლილუაშვილისთვის ბრალის წასაყენებლად ემზადება და პოლიტიკური გადაწყვეტილება ამ საქმეზე მიღებულია. არ ვიცით დაკითხეს თუ არა უკვე ლილუაშვილი. ივანიშვილის მთავარი მესაიდუმლე გაუჩინარებულია, მისი ორი ახლო მეგობრის დაკავებას და ერთ ნათესავზე ძებნის გამოცხადებას ლილუაშვილი ამ დრომდე წერილობითაც კი არ გამოხმაურებია.    

"ქართული ოცნება" მისივე გამოძიებით ადასტურებს, რომ წლების განმავლობაში ქვეყანა კორუფციის ჭაობში იყო ჩაძირული. 36 მისამართიდან ჩხრეკის შედეგად 11 მილიონია ამოღებული, თუმცა ისინი, ვინც სისტემა შიგნიდან იცის ამბობენ, რომ ეს ზღვაში წვეთია, არანაირი ბრძოლა კორუფციასთან არ მიდის და სუს-მა, მათ შორის, ღარიბაშვილისთვის ბრალის წარდგენა მხოლოდ იმიტომ გადაწყვიტა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის მისაცემი შავი ფული აორთქლდა და ოლიგარქს ეს ფული უნდა. 

შაბათს, "ტვ პირველმა" სუს-ის საგამოძიებო მასალების ერთი ნაწილი გაასაჯაროვა. ამ დოკუმენტებით დგინდება, რომ ჯარის ძარცვა, წინასწარ შემუშავებული სქემით მიდიოდა. ბიზნესმენი, რომელმაც აღიარა, რომ ჯამში მილიონ 400 ათასი ლარი ქრთამი გადაიხადა. ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ოჯახის ყოფილი სიძეა. ზურაბ ტუკვაძე ჩვენებაში წერს, რომ ტენდერებიდან ქრთამის გადახდის ამბავი შეთანხმებული იყო ირაკლი ღარიბაშვილთან. ისინი, ვინც სისტემა კარგად იცის ამბობენ, რომ ბურჭულაძე ჯარის ძარცვას მარტო ვერ გაბედავდა რადგან ის ღარიბაშვილის გარეშე ნაბიჯს არ დგამდა.

დეტალები ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები