ნადირობა ოპოზიციაზე - პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელი ხვალ გასაჯაროვდება

27.10.25 20:17
ნადირობა ოპოზიციაზე - პარტიების აკრძალვის შესახებ სარჩელი ხვალ გასაჯაროვდება

ბოლო ერთ კვირაში თარიღი უკვე მეოთხედ შეცვალეს. საკონსტიტუციო სასამართლოში ასაკრძალი პარტიების სია ჯერ კიდევ წინა ორშაბათს რომ უნდა შეეტანათ, დოკუმენტს მზის შუქი ამ დრომდე არ უნახავს. სარჩელის შინაარსი, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი, თუმცა გადაჭრით ვერც ამას ამბობენ.

ფაქტია, რომ "ქართულ ოცნებას" პარტიების აკრძალვის გეგმის აღსრულება უჭირს. იმუქრებიან, თუმცა ამ მუქარას თან ქმედება ჯერ-ჯერობით არ მოსდევს. სავარაუდოდ, ვერ ახერხებენ ისეთი სარჩელის მომზადებას, რომელსაც მათ მიერ კონტროლირებადი სასამართლო დააკმყოფილებს. 

"ქათული ოცნება" ახალ ჩიხშია. ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ ის რასაც "ოცნება" აპირებს არასკონსტიტუციურია. რადგან პარტიების აკრძალვა მიზნად ისახავს, თვითნებურად აუკრძალოს პოლიტიკური საქმიანობა პარტიებსა და პირთა განუსაზღვრელ წრეს, ჩამოაშოროს ისინი პოლიტიკური პროცესებისგან, მოახდინოს მათი პოლიტიკური აზრის და აქტივობის კრიმინალიზება. 

ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები