რატომ ვერ [არ] დაინახა კუპრაშვილმა ღარიბაშვილის დეკლარაციებში "ყალბი მონაცემები"

27.10.25 20:27
რატომ ვერ [არ] დაინახა კუპრაშვილმა ღარიბაშვილის დეკლარაციებში "ყალბი მონაცემები"

რაჟდენ კუპრაშვილი სამსახურში მისული მის თანამშრომლებს არ უნახავთ - არ იციან, სად იმყოფება ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი - არც ის იციან, ჰქონდათ თუ არა გამომძიებლებს მასთან კითხვები საჯარო მოხელეების დეკლარაციებთან დაკავშირებით.

რაჟდენ კუპრაშვილის სამსახურში გასულ კვირას ამტკიცებდნენ, რომ ანტიკორუფციული ბიუროს უფროსი მივლინებაში იყო, თუმცა სად - დღემდე უცნობია. უწყებამ ერთადერთი ფოტომასალა გაავრცელა, რომლითაც ირკვევა, რომ ბიუროს შენობაში კუპრაშვილი ისრაელის ელჩს შეხვდა, თუმცა, ჩვენთან არ ჩნდება. მასთან მარტივი კითხვა გვაქვს - რატომ ვერ ნახა ირაკლი ღარიბაშვილის დეკლარაციებში დარღვევები, ვისაც დღეს პროკურატურა უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას ედავება.

რაჟდენ კუპრაშვილი ირაკლი ღარიბაშვილის კადრია - ანტიკორუფციული ბიურო შექმნის შემდეგ, ყოფილმა პრემიერმა სწორედ კუპრაშვილს ჩააბარა - პროკურატურა ამტკიცებს, რომ ღარიბაშვილი უკანონო შემოსავალს მალავდა, დეკლარაციას აყალბებდა და მამის საჩუქრად ასაღებდა ფულს, რომელიც უკანონო საქმიანობის შედეგად ჰქონდა ნაშოვნი. 2022 წლიდან დღემდე, რაც ანტიკორუფციული ბიურო შეიქმნა, ღარიბაშვილს 4-ჯერ აქვს დეკლარაცია შევსებული და მშობლის ნაჩუქარ თანხად, ჯამში, 680 ათასი ლარი აქვს მითითებული - არცერთ ამ საჩუქარზე კუპრაშვილს კითხვა არ გასჩენია.

ეს ის შემთხვეაა, როდესაც რაჟდენ კუპრაშვილის სიტყვები მის წინააღმდეგ მუშაობს, 2025 წლის ზაფხულში კუპრაშვილმა თქვა, რომ ღარიბაშვილის დეკლარაციამ მონიტორინგი გაიარა შეამოწმეს და არანაირი დარღვევა არ უპოვიათ. ახლა იგივე დეკლარაციის საფუძველზე პროკურატურამ ღარიბაშვილს ბრალი წაუყენა. 

დეტალები ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები