რა საფრთხეა ახალი რუსული გზა და ვის ინტერესშია სულ უფრო დაახლოება ოკუპანტთან?

27.10.25 20:23
რა საფრთხეა ახალი რუსული გზა და ვის ინტერესშია სულ უფრო დაახლოება ოკუპანტთან?

ახალი გზის გაჭრა რუსეთისკენ უკვე დაანონსებულია. დავით ცეცხლაძე, რომელიც რუსეთში ქართული დიასპორის ხელმძღვანელია პირობას დებს, რომ ოკუპანტი ქვეყნისკენ გზა ინგუშეთის გავლით იქნება. რუსულ-ქართულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნების მოკავშირე" ბიზნესმენმა თქვა, რომ აშენდება გზებიც და კიდევ უფრო მეტად გამარტივდება ავია მიმოსვლაც. 

რა საფრთხეა საქართველოსთვის გზა, რომელის გაყვანას აანონსებენ, ხალხი ვინც უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობს ამბობს, რომ ეს ნიშნავს რუსული ძალების გაძლიერებას. 

ინგუშეთის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ახალგაზრდები საქართველოდან ჩაიყვანეს. ამით აჩვენებენ საზოგადოებას, რომ საქართველო რუსეთთან კიდევ უფრო ახლოვდება. არც თავად დაუმალავთ, რომ ფორუმის მიზანი გამოცდილების გაცვლა და ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის მეგობრული კავშირების განმტკიცება იყო. ვინ არის დავით ცეცხლაძე? არსებობს მოსაზრება, რომ სწორედ ის იყო ორგანიზატორი ვინც გორელი მასწავლებლები სანქტ-პეტერბურგში კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე წაიყვანა. 

ვის ინტერესშია რუსეთთან სულ უფრო მეტი სიახლოვე და როგორ მოხდა, რომ ქართველი ახალგაზრდები ოკუპანტი ქვეყნის თანატოლებთან ერთად ერთ ღონისძიებაში იღებდნენ მონაწილეობას? 

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები