ოცნების დემარში ევრონესტს - რას ვერ პატიობს ივანიშვილის გუნდი საპარლამენტო ასამბლეას

27.10.25 20:38
ოცნების დემარში ევრონესტს - რას ვერ პატიობს ივანიშვილის გუნდი საპარლამენტო ასამბლეას

ევროპარლამენტარებს არ უკვირთ "ქართული ოცნების" მიერ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეისთვის გამოცხადებული დემარში. კშიშტოფ ბრეიზა ერთ-ერთი პირველი ევროდეპუტატია, ვინც "ქართული ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ ივანიშვილის მთავრობას ევროპა არ აღიარებს და ეს მხოლოდ მათი პოლიტიკური გუნდის დამსახურებაა. ევროპული ღონისძიებების ბოიკოტი კი მარტივი გამოსავალია კრიტიკა არ მოისმინონ და ქვეყანა სრულ იზოლაციაში მოაქციონ.

ევრონესტის სესია ერევანში ხვალ იხსნება, თუმცა დარბაზში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არ იქნებიან. დილა "ოცნებამ" ევრონესტისთვის გაგზავნილი წერილით დაიწყო, სადაც "ოცნების" დელეგაციის ხელმძღვანელი წერს, რომ საპარლამენტო ასამბლეას უნდობლობას უცხადებს და მიზეზი ევროპარლამენტარების კრიტიკული განცხადებებია. ევრონესტის შემადგენლობას ვერ პატიობენ ივანიშვილის რეჟიმის კრიტიკას და აქციის მონაწილეების მხარდაჭერას ამიტომ, ივანიშვილის გუნდმა პრაქტიკულად ყველა მტრად გამოაცხადა.

იმისთვის, რომ კრიტიკა არ მოისმინონ ივანიშვილის წარმომადგენლები საპარლამენტო ასამბლეას არ დაესწრებიან, თუმცა იქ იქნება ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება. დღეს, "ოცნების" ლიდერები იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს დაესხნენ თავს, ვინც ერევანში იმყოფება.

მმართველი პარტია ევროპარლამენტარებს ოპოზიციასთან დაკავშირებულ ძალად აცხადებს, რადგან ევრონესტის მოსამზადებელ სხდომაზე ესპანელმა ევროპარლამენტარმა დაუფარავად თქვა, რომ არ სჯერა ივანიშვილის გუნდის ვერსიის, რომ ოთხ ოქტომბერს ხალხი პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას ცდილობდა და ის რაც ნახა, პროვოცირებულ დანაშაულს ჰგავდა. ამ განცხადებამ "ოცნება" წყობიდან გამოიყვანა, ამიტომ ახლა მტერია ყველა, ვინც ოპოზიციასთან თანამშრომლობს და მათი ვერსიების არ სჯერა.

დეტალები ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები