"ოცნებაში" უმრავლესობის სხდომა დასრულდა - პაპუაშვილი სარჩელზე ხვალ ბრიფინგს გამართავს
"ქართულ ოცნებაში" უმრავლესობის სხდომა დასრულდა, სადაც პარტიების აკრძალვის გეგმას განიხილავდნენ. "ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი კირცხალია არ ამბობს, როდის გამოქვეყნდება ასაკრძალი პარტიების სია, კვლავ უცნობია როდის შეიტანს "ქართული ოცნება" სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში.
ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ხვალ, დღის პირველ ნახევარში "ოცნების" პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ბრიფინგს გამართავს და აღნიშნულ საკითხზე დეტალურად ისაუბრებს.
შემიძლია ეს გითხრათ, რომ საკონსტიტუციო სარჩელზე მუშაობა დასრულებულია, მზად არის სარჩელი. უმრავლესობის დასრულების შემდეგ შევჯერდით პოლიტიკურ ჯგუფებთან ერთად, ვინაიდან კიდევ ერთხელ ხაზგასმით, რომ აქ არ იღებდა მხოლოდ "ქართული იოცნება" მონაწილეობას, ყველას კარგად გვახსოვს ასევე კომისიის შემადგენლობა, იქაც იყვნენ წარმოდგენილი ევროპელი სოციალისტები და ხალხის ძალა "ქართულ ოცნებასთან" ერთად. შევჯერდით ერთ საკითხზე, რომ დღეს პარტიის ოფისიდან არ გაკეთებულიყო განმარტება და არ შევსულიყავით დეტალებში.
დღის პირველ ნახევარში პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამართავს ბრიფინგს, სადაც უკვე კიდევ ერთხელ იმ დასრულებულ, შეჯერებულ სარჩელზე ისაუბრებს ძალიან ვრცლად და ძალიან დეტალურად. ამიტომ, მინდა მედიას გთხოვოთ, რომ ამ საკითხის ირგვლივ დღეს თავი შევიკავოთ," - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.