"თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!" - აქცია იუსტიციის სახლთან
"გაიღვიძეთ საჯარო მხოლეებო" - იუსტიციის სახლთან პროტესტია. ადგილზე სინდისის პატიმრების ოჯახის წევრები მივიდნენ და გიგანტური ბანერი "თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს" გაშალეს. მათ უწყებაში ასევე მათივე შეფასებით, თეთრი ძაფით ნაკერი საქმეები მიიტანეს.
კამპანიის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტი გაგრძელდება და ყველა უწყებასთან მივლენ.
ყველა საჯარო სამსახურებთან მივალთ, ყველას უნდა მივაწვდინოთ ჩვენი ხმა, რომ ჩვენი შვილები არიან უკანონო პატიმრები და ამ საჯარო მოხელეებმაც გაითვალისწინონ ეს ყველაფერი, იყვნენ თავიანთი ფიცის ერთგულები, დადგნენ ჩვენს მხარეს, რომ ამ უსამართლო ქვეყანაში სამართლი ვიპოვოთ ჩვენც. ასე უსამართლოდ გამოკეტილები როდემდე უნდა იყვნენ ჩვენი შვილები არ ვიცით, - ამბობს მარინა ტერიშვილი.
სინდისისპ ატიმრების ოჯახის წევრები გეგმავენ, დღესვე მივიდნენ კულტურის სამინისტროსთანაც და იქაც აქცია გამართონ.