შემდეგი, სავარაუდოდ, ირაკლი ქარსელაძეა - ექსპერტები ხმაურიანი დაკავებების გაგრძელებას აანონსებენ

28.10.25 11:26
შემდეგი, სავარაუდოდ, ირაკლი ქარსელაძეა - ექსპერტები ხმაურიანი დაკავებების გაგრძელებას აანონსებენ

 

 

კორუფციის მკვლევარები ვარაუდობენ, რომ სუს-ის ექს-შეფის, გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვის ხმაურიანი დაკავებები გაგრძელდება.

ექსპერტების თქმით, შემდეგი სავარაუდოდ, ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი ირაკლი ქარსელაძე იქნება. 

  • გუშინ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელ დირექტორი, დავით ტაბიძე დააკავეს.  როგორც კორუფციის მკვლევარები ამბობენ, ტაბიძე ირაკლი ქარსელაძის კადრია, ეს უკანასკნელი კი გრიგოლ ლილუაშვილის კურსელი და მეჯვარეა. 

დავით მჟავანაძე განმარტავს, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო გრიგოლ ლილუაშვილის "კორუფციული იმპერიის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი" იყო, სადაც ძალიან დიდი რაოდენობის ფული განიკარგა.

დავით ტაბიძე მუშაობდა მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორად იმ პერიოდში, როდესაც ირაკლი ქარსელაძე გახდა ინფრასტრუქტურის მინისტრი და მუნიციპალური განვითარების ფონდი არის ინფრასტრუქტურის სამინისტროს შემადგენელი ნაწილი. თავის მხრივ ირაკლი ქარსელაძე და გრიგოლ ლილუაშვილი არიან ერთმანეთის კურსელები, მეჯვარეები და უახლესი განვითარების წევრები. ზოგადად ინფრასტრუქტურის სამინისტრო იყო გრიგოლ ლილუაშვილის კორუფციული იმპერიის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი, სადაც ძალიან დიდი რაოდენობის ფული განიკარგა ამ პერიოდში, დაახლოებით 18 მილიარდი ლარი იყო ის ბიუჯეტი, რომელიც განკარგა ტაბიძემ და ქარსელაძემ ამ სამინისტროში.

ეს არის რაღაც ბიძინა ივანიშვილის პირადი შურისძიება და ირაკლი კობახიძის პირადი შურისძიება, სხვა "ქართული ოცნების" კლანების მიმართ და სწორედ ამას ეწირება დავით ტაბიძე, შემდეგი, სავარაუდოდ, იქნება ან ქარსელაძე, ან ლილუაშვილი, ან კიდევ მათი გარემოცვის უახლოესი წევრი," - განაცხადა კორუფციის მკვლევარმა, დავით მჟავანაძემ. 

  • ცნობისთვის, "მელაძის შაბათმა" გაარცელა ინფორმაცია, რომ  ირაკლი ქარსელაძის მინისტრობის პერიოდს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტი იკვლევს. ინფრასტრუქტურის მოქმედმა მინიტრმა გამომძიებელ ჟურნალისებს დაუდასტურა, რომ  შიდა აუდიტის მასალების საგამოძიებო უწყებაში გადაგზავნეს.  

მსგავსი სიახლეები