რას იტყვის ლევან ხაბეიშვილი? - ოპოზიციონერის პროცესი დღეს გაიმართება
რამდენიმეკვირიიანი იზოლაციის შემდეგ, დღეს ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სასამართლოს წინაშე წარსდგება. პროცესი საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა ჩანიშნული.
უკვე ცნობილია, რომ პროკურატურა ოპოზიციონერი ლიდერის წინააღმდეგ ახალ მტკიცებულებებს ეძებს. საგამოძიებო უწყება ხაბეიშვილის საქმეზე წინასწარი გამოძიების ვადის გახანგრძლივებას ითხოვს. დღევანდელ პროცესზე უნდა გადაიხედოს ასევე აღკვეთის ღონისძიება.
ახლა საინტერესოა, რას იტყვის სხდომაზე დაკავებული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი და რა შეფასებას მისცემს 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს.
- შეგახსენებთ, რომ სწორედ ლევან ხაბეიშვილი იყო პაატა ბურჭულაძესთან და სხვა ლიდერებთან ერთად 4 ოქტომბრის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ციხეში იზოლაციის გამო აქამდე არ მისცემია შესწაძლებლობა 4 ოქტომბერზე საჯაროდ ელაპარაკა.
ხაბეიშვილის პარტიაში კი სასამართლოს ობიექტური გადაწყვეტილების იმედი არ აქვთ. ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, ანა წითლიძე ამბობს, რომ საქმე თავიდან ბოლომდე აბსურდია და სასამართლო იმ გადაწყვეტილებას მიიღებას, რაც "ქართული ოცნების" დაკვეთა იქნება.
პირველ რიგში არანაირი მოლიდინი არ გვაქვს, რომ სასამართლომ რაიმე ობიექტურთან მიახლოებული გადაწყვეტილება შეიძლება მიიღოს. ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური საქმე და სასამართლო რეალურად არ არსებობს, ეს არის "ოცნების" დანამატი, რომელიც იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რა გადაწყვეტილებსაც მას ეტყვის "ქართული ოცნება". ხაბეიშვილის დაკავებას ჰქონდა ერთადერთი მიზანი და ეს მიზანი იყო მისი განიტრალება, რადგან ლევან ხაბეიშვილის ხმა იყო პრობლემა "ქართული ოცნებისთვის", სწორედ ამიტომ გამოამწვდიეს ის, სწორედ ამიტომ აქვს აკრძალული კომუნიკაცია ოჯახთან - წერილობითი კომუნიკაცია და სატელეფონო ზარები და სწორედ ამიტომ ჰყავთ იზოლაციაში. სამართლებრივად ამ საქმის განხილვა არაფრით არ შეიძლება, რადგან სამართლებრივად ეს საქმე არის აბსურდი", - აცხადებს ანა წითლიძე.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ბრალი 2 მუხლით აქვს წარდგენილი. ოპოზიციონერ ლიდერის 339-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოხელისთვის ქრთამის დაპირებას გულისხმობს. მას ასევე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც პროკურატურის მტკიცებით, საქვეყნოდ ხელისუფლებოს დამხობაზე მოწოდებას გულისხმობს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დადგენილებაში წერს, რომ ლევან ხაბეიშვილს პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლება ეკრძალება.