"ახლა მთავარი კითხვაა - გამოჰკითხეს თუ არა ირაკლი ქარსელაძე" - საბა ბუაძე
"ახლა მთავარი კითხვა არის - გამოკითხეს თუ არა ირაკლი ქარსელაძე" - ამის შესახებ პოლიტიკოსმა საბა ბუაძემ განაცხადა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორის, დავით ტაბიძის დაკავებას გამოეხმაურა.
საბა ბუაძის განცხადებით, ირაკლი ქარსელაძის მმართველობის პერიოდში დაგროვდა "ტოტალური და მასშტაბური კორუფციის საქმეები, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან მიმართებაში".
ძალიან ბევრი კითხვა არსებობს, რომელზეც გამოძიება არ გვაძლევს პასუხს - რატომ, რომელ კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით, რა თანხა იყო, როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესი, არცერთ ამ კითხვაზე არ არსებობს პასუხი, თუმცა ერთი რაც დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ, რასაკვირველია, მთავარი ფიგურანტი და მთავარი მოქმედი რგოლი ამ საქმეებში არის ირაკლი ქარსელაძე, რომლის მმართველობის პირობებშიც დაგროვდა ტოტალური და მასშტაბური კორუფციის საქმეები, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან მიმართებაში, რაზეც არაერთი წელია მიმდინარეობს საუბარი.
ახლა მთავარი კითხვა არის ის - რა კითხვები არის ირაკლი ქარსელაძესთან, იქნა თუ არა ის გამოკითხული და რა როლი აქვს მას ამ გამოძიებაში," - ამბობს საბა ბუაძე.
- გუშინ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილი აღმასრულებელ დირექტორი, დავით ტაბიძე დააკავეს. როგორც კორუფციის მკვლევარები ამბობენ, ტაბიძე ირაკლი ქარსელაძის კადრია, ეს უკანასკნელი კი გრიგოლ ლილუაშვილის კურსელი და მეჯვარეა.
- მანამდე, "მელაძის შაბათმა" გაარცელა ინფორმაცია, რომ ირაკლი ქარსელაძის მინისტრობის პერიოდს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული დეპარტამენტი იკვლევს. ინფრასტრუქტურის მოქმედმა მინიტრმა გამომძიებელ ჟურნალისებს დაუდასტურა, რომ შიდა აუდიტის მასალების საგამოძიებო უწყებაში გადაგზავნეს.