მე გამიტაცეს, მაწამეს და სამართალი ვერ ვიპოვე გესმით? - ხაბეიშვილი
მე გამიტაცეს, მაწამეს და სამართალი ვერ ვიპოვე გესმით? - ამის შესახებ სასამართლო დარბაზში დაკავებულმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.
მან თქვა, რომ ამის მიუხედავად მისი მიზანი ვენდეტა არ არის იმ ადამიანის მიმართ, ვინც მისი თქმით, ეს წამება განახორციელა - "ხარებას ვგულისხმობ, სასამართლომ უნდა დასაჯოს ის".
ხაბეიშვილმა სასამართლოს ასევე პირდაპირ უთხრა, რომ მისი დასჯა სისტემას პოლიტიკური განცხადებების გამო სურს.
როცა გდდ-ს თანამშრომელს მოვუწოდებდი არ აწამოთ, მე ნაწამები ვარ, იცით თქვენ? მე დაზარალებულად ვარ ცნობილი, გაგიკვირდებათ და, ჩემზე რომ ვლაპარაკობ ვგულისხმობ საზოგადოებას მედიას, ყველას მოვიაზრებ ასობით ადამიანი დაააკავეს...არასდროს დაკავებული არ ვარ, რომ ვინმეზე ვიძალადე, ამ პირობებშიც კი ადმინისტრაციულადაც არ ვარ დაკავებული... მე გამიტაცეს, მაწამეს და სამართალი ვერ ვიპოვე გესმით? ჩემს პოლიტიკურ განცხადებაზე უნდათ პასუხი მაგებინონ და ციხეში ვიყო...
მე მეორე დღესვე დავასახელე [გულისხლობს მათ, ვინც ფიზიკურად გაუსწორდა] ერთი კაცი მაინც არის დაკავებული? ჩემი მიზანი არ არის ვენდეტა იმ ადამიანების მიმართ ვინც მაწამა, ხარებას ვგულისხმობ, სასამართლომ უნდა დასაჯოს ის, მამოძრავებს თუ არა შურისძიება? - არა, მე ამაზე ვმუშაობ..
ყველაზე ჰუმანურად მოვექცევი მას, ჩემს შვილებს ვუთხარი არ გაუჩდეთ შურისძიების გრძნობა, გულში არ ჩაიდონ, რომ ეს გაივლის, რომ ეს გაივლის, რომ ეს სახელი და გვარი გულში არ ჩაიდონ.. მე როცა მოქალაქე ვსაუბრობ ამას, იმის მეასედი მინდა სახელმწიფოსგან, მეათედი კი არა მეასედი...ციხეში ვარ ლაპარაკის გამო ორი თვეა და ორი წუთი მეყოფა? მაცალეთ დავასრულო.... კონვეირივით ეს ხალხი ციხეში შეყარო, მეტს კი არაფერს აკეთებდა ჰიტლერი...პოლიტიკოსს ანგარიშს ჰიტლერიც უწერდა, ადენაუერი ორი დღით დაიჭირა....
სიმართლე თუ არ ვთქვი, აბა , რა ვთქვა, გავჩუმდე? სკოჩი გინდათ ამაკრათ?"- განაცხადა ხაბეიშილმა.
- ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ბრალი 2 მუხლით აქვს წარდგენილი. ოპოზიციონერ ლიდერის 339-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოხელისთვის ქრთამის დაპირებას გულისხმობს. მას ასევე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც პროკურატურის მტკიცებით, საქვეყნოდ ხელისუფლებოს დამხობაზე მოწოდებას გულისხმობს.
- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დადგენილებაში წერს, რომ ლევან ხაბეიშვილს პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლება ეკრძალება.
ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილის განცხადების აუდიო ჩანაწერი ტელეგრამზე ვრცელდება.