როცა ვამბობდი, რომ ღარიბაშვილი კორუმპირებულია, ლილუაშვილს "ქოლცენტრები" აქვს, ფარცხალაძე კი კრიმინალია, მასხარას მეძახდით - ხაბეიშვილი

28.10.25 13:03
როცა ვამბობდი, რომ ღარიბაშვილი კორუმპირებულია, ლილუაშვილს "ქოლცენტრები" აქვს, ფარცხალაძე კი კრიმინალია, მასხარას მეძახდით - ხაბეიშვილი

 

 

"როცა ვამბობდი, რომ ღარიბაშვილი კორუმპირებულია, ლილუაშვილს "ქოლცენტრები" აქვს , ფარცხალაძე კი კრიმინალია, მასხარას მეძახდით" - ამის შესახებ ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა საამართლო სხდომაზე განაცხადა.

ოპოზიციონერმა სასამართლოს უთხრა, რომ "ოცნების" მაღალჩინოსნების კორუფციაზე ჯერ კიდევ პარლამენტში საუბრობდა, რის გამოც მატყუარას ეძახდნენ.

ხაბეიშვილმა პროცესზე ასევე ჩამოთვალა "ოცნების" იმ ყოფილი მაღალჩინოსნების გვარებიც, რომლებიც დღეს პატიმრობაში არიან, საუბარია ჯუანშერ ბრუჭულაძესა და რომეო მიქაუტაძეზე და თქვა, რომ მათი კორუმპირებულობის შესახებ ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საჯაროდ საუბრობდა. 

"და მე ვარ საზოგადოებისთვის საშიში, რომელიც ლაპარაკობს სიმართლეს?"  - განაცხადა ხაბეიშვილმა. 

იმავე პარლამენტში, მე რომ ვამბობდი, რომ ღარიბაშვილი არის კორუმპირებული, აპ აპ აპ, მატყუარას და მასხარას მეძახდნენ. შენ ხარ პროვოკატორი, ასე მეუბნებოდნენ. შემდეგ თქვენს წინაშე მოიყვანეს ეს კაცი, მოაწერა ხელი და წავიდა. გრიგოლ ლილუაშვილზე ვამბობდი - ქოლცენტრები, კრიმინალი, ნავთობი... მთელი მსოფლიო ამაზე ლაპარაკობს. ხალხო, ეს არ არის ჩაკეტილი სივრცე, რომ ამ დარბაზის იქით ვერავინ ვერაფერი ვერ გაიგოს. ფარცხალაძეზე რომ ვამბობდი, რომ ეს არის ეფ ეს ბეს აგენტი, კრიმინალი, ისევ მასხარას მიწოდებდნენ, კეზერაშვილი აფინანსებს და იმან ბევრი ფული მისცაო. ჯუანშერ ბურჭულაძეზე ამბობენ მილიონობი თანხა მოიპარაო. ჩემს გარდა მანახეთ ერთი კაცი პარლამენტში, რომელიც ამბობდა, რომ ეს კაცი არის კორუმპირებულიო. მე ვამბობდი, რადგან ჩემს მოვალეობას ვასრულებდი. მიქაუტაძეზეც იგივეს ვამბობდი. გავიდა 4 წელი და ციხეში ჩასვეს ეს კაციც. და მე ვარ საზოგადოებისთვის საშიში, რომელიც ლაპარაკობს სიმართლეს? სადმე წერია, რომ მოძალადე ვარ? სადმე წერია, რომ ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე შევუქმენი? წარმოუდგენელია პოლიტიკოსს არ მეძლეოდეს საუბრის უფლება", - ამბობს ხაბეიშვილი.

  • ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ბრალი 2 მუხლით აქვს წარდგენილი. ოპოზიციონერ ლიდერის 339-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოხელისთვის ქრთამის დაპირებას გულისხმობს. მას ასევე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც პროკურატურის მტკიცებით, საქვეყნოდ ხელისუფლებოს დამხობაზე მოწოდებას გულისხმობს.
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დადგენილებაში წერს, რომ ლევან ხაბეიშვილს პაემნის, მიმოწერისა და სატელეფონო საუბრის უფლება ეკრძალება.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილის განცხადების აუდიო ჩანაწერი ტელეგრამზე ვრცელდება.

მსგავსი სიახლეები